რა ვადაში უნდა გადაიხადოს ქონების (გარდა მიწისა) გადასახადი საწარმომ/ორგანიზაციამ?
საწარმო/ორგანიზაცია ქონების (გარდა მიწისა) გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა. ამასთანავე, საწარმო/ორგანიზაცია ქონებაზე გადასახადს იხდის მიმდინარე გადასახდელის სახით, გასული საგადასახადო წლის წლიური გადასახადის ოდენობით, არა უგვიანეს საგადასახადო წლის 15 ივნისისა.
