რა სანქცია გავრცელდა საწარმოზე/ორგანიზაციაზე, თუ მან დადგენილ ვადაში არ წარუდგინა საგადასახადო ორგანოს ქონების გადასახადის დეკლარაცია?
პირის მიერ საგადასახადო ორგანოში საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის (საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი) ვადის დარღვევის გამო პირი ჯარიმდება ამ დეკლარაციის/გაანგარიშების საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხის 5 პროცენტის ოდენობით, თუ ვადის გადაცილების პერიოდი 2 თვეს არ აღემატება.
იმ შემთხვევაში, თუ ვადის გადაცილების პერიოდი 2 თვეს აღემატება, პირი ჯარიმდება ამ დეკლარაციის/გაანგარიშების საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
