რა სანქცია ვრცელდება იმ საწარმოზე/ორგანიზაციაზე, რომელმაც წარადგინა ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია და დადგენილ ვადაში არ გადაიხადა გადასახადი?
თუ გადასახდელი თანხა არ არის გადახდილი საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, პირი ვალდებულია გადაიხადოს შესაბამისი საურავი. საურავი შეადგენს გადაუხდელი გადასახადის თანხის 0,05 პროცენტს ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. გადასახადის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში გადასახადის გადახდის დღე ვადაგადაცილებულ დღედ ითვლება.
