რა გადასახადებით იბეგრება შპს-ს მიერ სხვა შპს-სთვის თანხის გადაცემა თუ მიზანი არის სპონსორობა, სფეროს დახმარება ან კონკრეტული დახმარების გაწევა?
მოგების გადასხადით დაბეგვრის მიზნებისთვის შპს მიერ შპს-სთვის (ესტონურიდან ესტონურზე ) გაცემული თანხა არ ითვლება განაწილებულ მოგებად:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის
მუხლი 983
3: მოგების გადასახადით არ იბეგრება უსასყიდლოდ საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ან/და ფულადი სახსრების გადაცემის შემდეგი შემთხვევები:
(ზ) უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა იმ პირისთვის, რომელიც მოგების გადასახადით იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით.
შესაბამისად არ დაიბეგრება მოგების გადასხადით, ხოლო დღგ-ს მიზნებისთვის ფულის გადაცემა არ არის დასაბეგრი ოპერაცია.
