2021 წლის 1 იანვრიდან სსიპ-ის მიერ გაწეულ მომსახურება ექვემდებარება თუ არა დღგ-ით დაბეგვრას?
2021 წლის 1 იანვრიდან ეკონომიკურ საქმიანობად აღარ განიხილება სახელმწიფო ხელისუფლების/მუნიციპალიტეტის ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობა, თუ ის საქმიანობის განხორციელებისას მოქმედებს, როგორც სახელმწიფო ორგანო (ახორციელებს სახელმწიფოს მიერ მისთვის დელეგირებულ უფლებამოსილებას), იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ამ საქმიანობისთვის დადგენილია საწევრო, მოსაკრებელი, საფასური ან სხვა გადასახდელი.
შესაბამისად, აღნიშნული მომსახურებები აღარ იბეგრება დღგ-ით.
აღნიშნული არ ეხება ისეთ მომსახურებებს როგორიცაა:
• ტელესაკომუნიკაციო მომსახურებისა;
• წყლის, გაზის, ელექტროენერგიის ან თბოენერგიის მიწოდებისა;
• საქონლის ტრანსპორტირებისა;
• პორტის ან აეროპორტის მომსახურებისა;
• მგზავრის ტრანსპორტირებისა;
• რეალიზაციის მიზნით წარმოებული საქონლის მიწოდებისა;
• საშუამავლო სააგენტოს მეშვეობით სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მიწოდებისა და მომსახურების გაწევისა;
• გამოფენა-გაყიდვის ორგანიზებისა;
• დასაწყობებისა;
• სარეკლამო საქმიანობისა;
• ტურისტული აგენტის საქმიანობისა;
• საზოგადოებრივი კვებისა;
• რადიო- და ტელესამაუწყებლო საქმიანობისა.
