საქონლის იმპორტისას , ექვემდებარება თუ არა დღგ-თი დაბეგვრას საქართველოს საბაჟო საზღვრამდე გაწეული აღნიშნული საქონლის სატრანსპორტო და მასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურების ხარჯები?
საქონლის სატრანსპორტო და მასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურების ხარჯები, რომელიც შეიტანება საქონლის საბაჟო ღირებულებაში, განიხილება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ოპერაციების ნაწილად და ექვემდებარება დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებას.
