იჯარის მომსახურების გაწევამდე წინასწარ მიღებული თანხა (ავანსი) ექვემდებარება თუ არა დღგ-ით დაბეგვრას?
2021 წლის პირველი იანვრიდან თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით
ამასთან, თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია მომსახურების გაწევამდე და ანაზღაურების მომენტში თანხის მიმღები პირი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე მიღებულ ანაზღაურებასთან მიმართებაში, დღგ-ით დაბეგვრის დროს წარმოადგენს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემდგომ მომსახურების გაწევის მომენტი.
