დაელოდეთ...

დამტკიცდა 3 ახალი სიტუაციური სახელმძღვანელო

დამტკიცდა 3 ახალი სიტუაციური სახელმძღვანელო

განვიხილოთ თითოეული მათგანი:

       

  მანუალი N 1518:  საცხოვრებელი ბინის გაქირავების 5% -ით დაბეგვრა


აღნიშნული სახელმძღვანელო განმარტავს სსკ-ის 81-ე მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილზე შემოსავლების სამსახურის მიდგომას, რომლის მიხედვითაც თუ ფიზიკური პირი ფიზიკურ პირს მიაქირავებს საცხოვრებელ ბინას/სახლს, არაკომერციული მიზნებისთვის, ფიზიკურ პირს უფლება აქვს დაიბეგროს შემოსავლის 5% -ით თუ დარეგისტრირდება შესაბამის რეესტრში;

  აღნიშნულმა მანუალმა თქვა, რომ რეესტრში რეგისტრაციის არქონის გამო ამ 5% დაბეგვრის უფლებას არ ჩამოვართმევთო, ამისთვის მხოლოდ 100 ლარით დავაჯარიმებთო.


მანუალი 2328: შეეხება დეკლარაციის წარდგენის ხანდაზმულობის ვადებს

აღნიშნული სახელმძღვანელო განმარტავს კიდევ ერთხელ სსა მე-4 მუხლს, რომლის მიხედვით ხანდაზმულობის ვადა არის 3 წელი (მიმდინარე წელი არ ითვლება, — მომდევნო წელი არის პირველი წელი), მაგრამ თუ გადასახადის გადამხდელი წარმოადგენს იმ პერიოდის დაზუსტებულ დეკლარაციას, რომლის ხანდაზმულობის ვადა მიმდინარე წლის ბოლოს იწურება — ხანდაზმულობის ვადა გრძელდება კიდევ 1 წლით;

მანუალი N 2435:  ფიზიკური პირის მიმართ საგადასახადო აგენტის ვალდებულების შეუსრულებლობა

სსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დღგ-ს არგადამხდელ ფიზიკურ პირს საწარმო/ორგანიზაციამ უნდა დაუკავოს საშემოსავლო დეკლარაცია, მაგალთად მაშინ, როდესაც მისგან აქვს ნაქირავები კომერციული ფართი, თუმცა მენუალში აღწერილია შემთხვევა, რომ თითქოს მეიჯარემ ოქტომბერში აღმოაჩინა, რომ მარტიდან უნდა დამდგარიყო დღგ-ს გადამხდელად და შესაბამისად დარეგისტრირდაო. ამ შემთხვევაში ირკვევა, რომ საწარმოს მარტიდან არ უდა დაეკავებინა საშემოსავლო 20%, ვინაიდან მარტიდან დარეგისტრირდა დღგ-ს გადამხდელად, მიუხედავად აღნიშნული ფაქტისა, ვინაიდან საწარმომ/ორგანიზაციამ აღნიშნული აღმოაჩინა, მხოლოდ ახლა — ოქტომბერში, წინა თვეების (მარტიდან — ოქტომბრამდე) დეკლარაციების დაზუსტების ვალდებულება არ წარმოეშვება;

CRX