ინვესტიციების დადასტურება და სხვა მარწმუნებელი მომსახურება
ინვესტიციების დადასტურება
ინვესტიციების დადასტურება აუდიტის შემდეგ მარწმუნებელი გარიგებების ყველაზე მოთხოვნადი და ფართოდ გავრცელებული მომსახურებაა, რომელიც აპრობირებულია, როგორც სახელმწიფო დაწესებულებათა, ისე საერთაშორისო თუ კერძო ორგანიზაციების მიზნებისთვის.
ინვესტიციების დადასტურებისას ჩვენი მიზანია საკმარისი და შესაფერისი მტკიცებულებების მოპოვება იმაში დასარწმუნებლად, რომ შესაბამის ინვესტიციებზე ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულია ჯეროვნად. შედეგად წარმოვადგენთ დასკვნას, რომელიც სანდოა გამიზნული მომხმარებლებისთვის სასურველი მიზნის მისაღწევად.
სხვა მარწმუნებელი მომსახურება
მარწმუნებელი პროცედურების ჩატარება მხარეთა შეთანხმებით მოიცავს, შემსრულებლის მიერ დამკვეთისათვის აუდიტის ჩატარებას მარწმუნებელი გარიგების საერთაშორისო სტანდარტი(ISAE) 3000-ის შესაბამისად, რაც გულისხმობს შესრულების ფაქტის შესახებ მოსაზრების გამოთქმასა და შესაბამისი დასკვნის გაცემას.
მარწმუნებელი გარიგების შესრულებისას ჩვენ მოვიპოვებთ მტკიცებულებებს, რომლის საფუძველზეც წარმოვადგენთ დასკვნას. დასკვნის მიზანია პასუხისმგებელი მხარის გარდა სხვა სავარაუდო მომხმარებლების ნდობის დონის ამაღლება განსახილველ საგანზე.
