დაელოდეთ...

კომპილაციის მომსახურება და შეთანხმებული პროცედურები

კომპილაციის მომსახურება და შეთანხმებული პროცედურები

კომპილაციის მომსახურება

ხშირ შემთხვევაში ორგანიზაციებს სურთ გარიგების შესრულების შესახებ სათანადო ანგარიშის მიღება და  სჭირდებათ  ფინანსური ინფორმაციის მომზადებასა და წარდგენაში დახმარება. ასეთი შემთხვევებისთვის ჩვენ ვახორციელებთ ფინანსური ანგარიშგების კომპილაციის მომსახურებას დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო სტანდარტი 4410-ის შესაბამისად.

რადგანაც  კომპილაციური გარიგება არ არის მარწმუნებელი გარიგება, ამგვარი გარიგება ჩვენგან არ მოითხოვს  ხელმძღვანელობის მიერ კომპილაციის მიზნებისთვის მოწოდებული ინფორმაციის სისწორისა და სისრულის დამოწმებას, ან მტკიცებულებების შეკრებას აუდიტორული მოსაზრების გამოსახატავად, ან მიმოხილვის დასკვნის ჩამოსაყალიბებლად ფინანსური ინფორმაციის მომზადებასთან მიმართებით.

შეთანხმებული პროცედურები

ზოგიერთ შემთხვევაში ორგანიზაციებს ესაჭიროებათ აუდიტორული პროცედურების ჩატარება ფინანსური ანგარიშგების რომელიმე კომპონენტზე ან ფინანსური მონაცემების ცალკეულ მუხლებზე, როგორიცაა, მაგალითად, შემოსავლები ან მთლიანი აქტივები.

შეთანხმებული პროცედურების ჩატარებაზე გარიგების მიზანია,  ისეთი აუდიტორული პროცედურების განხორციელება, რომლებზეც აუდიტორი, დაინტერესებული ორგანიზაცია და რომელიმე შესაფერისი მესამე მხარე შევთანხმდებით და წარვადგენთ ანგარიშს აღმოჩენილ ფაქტებზე.

 შეთანხმებული პროცედურების ჩატარების შედეგად წარდგენილი დასკვნა აღმოჩენილ ფაქტებზე არ წარმოადგენს არავითარ რწმუნებას. ანგარიშის მომხმარებლები თვითონ აფასებენ ჩვენ მიერ დასკვნაში წარდგენილ პროცედურებსა და აღმოჩენილ ფაქტებს და შესრულებული სამუშაოდან გამოაქვთ საკუთარი დასკვნები.

შეთანხმებული პროცედურების დასკვნა შეზღუდულია იმ მხარეებთან მიმართებით, რომლებთანაც შეთანხმებული იქნა პროცედურები, რადგან მათ, ვინც არ იციან პროცედურების ჩატარების მიზეზები, შეიძლება არასწორი ინტერპრეტაცია მისცენ შედეგებს.

CRX