დაელოდეთ...

ბუღალტრული მომსახურება

ბუღალტრული მომსახურება

ბუღალტრული აღრიცხვა


ჩვენი გამოცდილი სპეციალისტები ბუღალტრული აღრიცხვის სფეროში მაქსიმალურად ეფექტურად და თქვენი ბიზნესის სპეციფიკაზე მორგებული ფორმით გაგიწევენ შესაბამის ბუღალტრულ მომსახურებას, მაღალი სიზუსტით და ხარისხით მაქსიმალურად მოკლე ვადებში გაანალიზებენ თქვენ საჭიროებებს და მოგაწვდიან თქვენი კომპანიისთვის მნიშვნელოვან შესაბამის ფინანსურ ინფორმაციას.ბუღალტრულ აღრიცხვაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დოკუმენტაციის სწორად წარმოებას. როგორც საბუღალტრო ასევე საგადასახადო მიზნებისათვის, სამეურნეო ოპერაციების აღრიცხვა უნდა ხორციელდებოდეს სათანადოდ შედგენილი პირველადი დოკუმენტების საფუძველზე. არასწორად შედგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახული ოპერაციები, შესაძლოა საწარმოსთვის მნიშვნელოვანი ფინანსური თუ სამართლებრივი სირთულების წყარო აღმოჩნდეს.

აღიარებული პრაქტიკით, იურიდიულ-სამართლებრივ დოკუმენტებია წერილობითი საბუთები, რომლებიც შედგენილია სამართლებრივი მოთხოვნების საფუძველზე იმ მოვლენების დასადასტურებლად, რომლებიც წარმოქმნიან პირის ან პირის არმქონე სუბიექტის უფლებებსა და ვალდებულებებს.იურიდიული დოკუმენტი უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ მოთხოვნებს: შედგენილი უნდა იქნას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. როგორც წესი რეგლამენტირებულია დოკუმენტის ფორმა და შინაარსი, გაფორმების წესი, გამოყენების სფერო და სხვა. მხოლოდ წესების დაცვით შედგენილი დოკუმენტია ვარგისი სამართლებრივი ძალის მქონე უფლებებისა და ვალდებულებების დასადასტურებლად.სათანადო დოკუმენტების ფონზე კონტრაგენტებს შორის დამოკიდებულება და ურთიერთობები ხდება მეტად გარკვეული, სტაბილური და პროგნოზირებადი.

CRX