ფინანსური ანგარიშგების აუდიტი
ფინანსური ანგარიშგების დანიშნულებაა წარმოადგინოს კომპანიის ფინანსური მდგომარეობა და მაჩვენებლები.
ფინანსური ანგარიშგების აუდიტი ადასტურებს ფინანსური ანგარიშით წარმოდგენილი შედეგებისა და მონაცემების სისწორესა და სამართლიანობას და ამით უზრუნველყოფს ნდობასა და გამჭირვალობას კომპანიასა და ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის.
ფინანსური ანარიშგების აუდიტს იყენებენ:
კომპანიის წილის მფლობელები და აქციონერები, რომლებიც უშუალოდ არ არიან ჩართული მენეჯმენტში;
პოტენციური ინვესტორები, რომელთაც სურთ შეაფასონ განსახორციელებელი ინვესტიციის პოტენციალი;
ბანკები და მომწოდებლები, რომლებიც უყურებენ ფინანსურ შესაძლებლობებსა და გადახდისუნარიანობას;
საზოგადოება და დასაქმებული ადამიანები, რომლებიც აფასებენ კომპანიის სანდოობასა და გამჭირვალობას;
დაინტერესებული ორგანოები, რომლებიც აფასებენ კომპანიის ფინანსურ კეთილსინდისიერებას;
მმართველი პარტნიორები და მფლობელები საფონდო ბირჟებზე კომპანიის წილის გამოტანისთვის.
ჩვენი მაღალკვალიფიციური სპეციალისტები საერთაშორისო გამოცდილებისა და ლოკალური მოთხოვნების ცოდნის გაერთიანებით, ვადგენთ და ვაფასებთ არსებითი უზუსტობის რისკებს, ვგეგმავთ და ვატარებთ ამ რისკებზე რეაგირებისთვის გამიზნულ აუდიტორულ პროცედურებს და ვკრებთ ისეთ აუდიტორულ მტკიცებულებებს, რომლებიც საკმარისი და შესაფერისი იქნება ჩვენი მოსაზრების გამოთქმისთვის აუცილებელი საფუძვლის შესაქმნელად.
ჩვენი აუდიტის მეთოდოლოგია ეფუძნება აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებს, ხოლო აუდიტის პროგრამული უზრუნველყოფა ამარტივებს აუდიტის დაგეგმვას, წარმართვასა და დასრულებას ყველა მოთხოვნის დაცვით.
მოპოვებული აუდიტორული მტკიცებულებების საფუძველზე ჩვენ გამოვხატავთ მოსაზრებას, შეიცავს თუ არა ფინანსური ანგარიშგება მიზანმიმართულად ან შეცდომით გამოწვეულ არსებით უზუსტობას და ვადგენთ აუდიტორის დასკვნას, რომელსაც გამოიყენებს დამკვეთი თავისი მიზნებისთვის.
ჩვენი ვიყენებთ ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტს მარწმუნებელი და სხვა სახის მომსახურების შესრულებისას და ვიცავთ დამოუკიდებლობისა და პროფესიონალი ბუღალტრების ეთიკის კოდექსით განსაზღვრულ ეთიკის ყველა ნორმას.
ფინანსური ანგარიშგებისა და შუალედური ფინანსური ინფორმაციის მიმოხილვა
მიმოხილვის მომსახურება წარმოადგენს შეზღუდული რწმუნების გარიგებას, რომელსაც ვახორციელებთ მიმოხილვის გარიგებების საერთაშორისო სტანდარტების (მისს) მიხედვით, რაც განსხვავდება დასაბუთებული რწმუნებისგან, როგორიცაა, მაგალითად ფინანსური ანგარიშგების აუდიტი.
თავის მხრივ, მიმოხილვის გარიგებები იყოფა ორ ნაწილად:
ფინანსური ანგარიშგების მიმოხილვა (მისს 2400) – ფინანსური ანგარიშგების მიმოხილვის გარიგებისას მთავარი მიზანია აუდიტორის მიერ შეზღუდული რწმუნების მოპოვება იმაზე, შეიცავს თუ არა ფინანსური ანგარიშგება მთლიანობაში არსებით უზუსტობას და სამართლიანად წარმოადგენს თუ არა ინფორმაციას კომპანიის ფინანსური მდგომარეობის და შედეგების შესახებ.
შუალედური ფინანსური ინფორმაციის მიმოხილვა დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ (მისს 2410) –
მიმოხილვა არ უზრუნველყოფს საფუძველს მოსაზრების გამოთქმისთვის იმის შესახებ ასახავს თუ არა ფინანსური ინფორმაცია უტყუარ და სამართლიან თვალსაზრისს, ან წარდგენილია თუ არა სამართლიანად ყველა არსებითი ასპექტის გათვალისიწინებით, ფინანსური ანგარიშგების სათანადო საფუძვლების შესაბამისად.