ფიზიკური პირის ქონების გადასახადი
ფიზიკური პირები(მაშ შორის მეწარმე ფ.პ), რომელთა პირადი ან ოჯახის წევრების შემოსავალი გასული წლის(2023წ) მიხედვით აღემატება 40 000ლ ან მიმდინარე წლის(2024წ) 1 აპრილის მდგომარეობით ფლობდნენ მიწის ნაკვეთს ვალდებულნი არიან 1 ნოემბრამდე ჩააბარონ ქონების დეკლარაცია და 15 ნოემბრამდე გადაიხადონ დარიცხული გადასახადი.
ოჯახის წევრად ითვლება: პირი, მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე გადასახადის გადამხდელი თვითონ, უპირობოდ განსაზღვრავს შეიყვანოს თუ არა ოჯახის შემადგენლობაში 40 000 ლარიანი ზღვარის დაანგარიშების მიზნებისთვის მასთან მუდმივად მცხოვრები მშობელი, შვილი და გერი, და, ძმა, ბებია, პაპა, შვილიშვილი.
შემოსავლებში შეიტანება:
- ეკონომიკური საქმიანობით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, ხოლო მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირისთვის − სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას დაქვემდებარებული დასაბეგრი შემოსავლის მხოლოდ 25%, ხოლო სხვა დასაბეგრი შემოსავალი − სრული ოდენობით;
- ნებისმიერი შემოსავალი, მათ შორის, სარგებელი, რომელიც დაკავშირებული არ არის ეკონომიკურ საქმიანობასთან;
- დარიცხული ხელფასი.
დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება არ წარმოეშობა პირს, თუ გასულ საგადასახადო წელს წარდგენილი აქვს დეკლარაცია ან დარიცხული აქვს გადასახადი და არ იცვლება მონაცემები - ამ შემთხვევაში ჩაითვლება, რომ იგივე მონაცემების დეკლარაცია წარადგინა და დაერიცხება იგივე გადასახადი, ხოლო თუ მონაცემები იცვლება აუცილებლად უნდა წარადგინოს 1 ნოემბრამდე შესაბამისი დეკლარაცია.
მეტი ინფორმაციისთვის და დეტალებისთვის იხ. შესაბამისი ლინკი