დაელოდეთ...


კურსის შესახებ

📣აღნიშნული კურსი განკუთვნილია ბუღალტრებისთვის, დამფუძნებლებისთვის, მენეჯერებისთვის, დირექტორებისთვის, აუდიტორებისთვის, რათა გაეცნონ საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისზინებული მოთხოვნებს და  მოახდინონ  კომპანიის საგადასახადო რისკების ანალიზი

📌განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პრაქტიკული მაგალითების განხილვას, განვიხილავთ ბუღალტრული ბაზიდან საგადასახადო რისკების იდენტიფიცირების და ანალიზის ტექნიკებს ექსელის ფორმულების გამოყენებით ასევე ყოველი შეხვედრის დროს განხილული იქნება თეორიული მასალაც, რეალური ქეისებით.

ელიტ აუდისი კურსები ელიტ აუდისი კურსები ელიტ აუდისი კურსები

📜 სილაბუსი


🔶ბიზნესის სამართლებრივი ფორმები, საქართველოს საგადასახადო და ფინანსური  კანონმდებლობის გაცნობა

🔶საქართველოში მოქმედი საერთო სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები

  • საგადასახადო კანონმდებლობის ზოგადი მიმოხილვა
  • ცნებები და განმარტებები

🔶 საგადასახადო რისკების იდენტიფიცირება და ანალიზი ბუღალტრული ბაზის ექსელში დამუშავების ტექნიკების გამოყენებით


🔶 საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებით კოდექსის მოთხოვნები, თეორიულ და პრაქტიკულ კონტექსტში

  • საგადასახადო აღრიცხვის წესები; ერთობლივი შემოსავალი
  • საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი
  • გამოქვითვები და ზარალი
  • საშემოსავლო გადასახადის დაანგარიშებისა და ადმინისტრირების წესი
  • სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები ( მიკრო ,მცირე ბიზნესი, ფიქსირებული გადასახადი)

🔶დეკლარირების მოდული  RS -ზე, 

 🔶 საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებული ფინანსური გატარებები


🔶ფულის მოძრაობა, დებიტორები, სალაროს ნაშთი, არაპირდაპირი ხარჯი, კრედიტორული დავალიანება -მეთოდური მითითების მოთხოვნების ექსელში განხილვა, ანალიზი, საგადასხადო რისკების იდენტიფიცირება აღნიშნული კუთხით და რეალური კომპანიის მაგალითზე, ექსელის ფორმულებით მეთოდური მითითების მოთხოვნების ანალიზი.

🔶 სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები (მიკრო, მცირე, ფიქსირებული გადასხადი)






🔶 საერთაშორისო დაბეგვრა და გადასახადისაგან თავის არიდების აღკვეთა – ორმაგი დაბეგვრის საკითხის სიღრმისეული განხილვა OECD შეთანხმებების მიმოხილვით და ხელშეკრულებებში მოყვანილი პირობების განხილვით და  ანალიზით.

🔶მოგების გადასახადთან დაკავშირებით კოდექსის მოთხოვნები, თეორიულ და პრაქტიკულ კონტექსტში

🔶დეკლარირების მოდული  RS -ზე, 

🔶 მოგების გადასახადთან დაკავშირებული ფინანსური გატარებები


🔶 დღგ -გადასახადთან დაკავშირებით კოდექსის მოთხოვნები, თეორიულ და პრაქტიკულ კონტექსტში

  • სავალდებულო და ნებაყოფლობითი რეგისტრაცია, რეგისტრაციის გაუქმება
  • დაბეგვრის ობიექტი, დასაბეგრი ოპერაციის თანხის განსაზღვრა, დრო და ადგილი
  • დღგ-სგან გათავისუფლების მარეგულირებელი წესები;
  • გადასახადის გამოანგარიშების, დეკლარირებისა და გადახდის წესი
  • საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და დღგ-ის ჩათვლა
  • დღგ-ის სპეციალური დაბეგვრის წესები
  • დღგ-ს დეკლარაცია

🔶დეკლარირების მოდული  RS -ზე, 

 🔶 დღგ-ს გადასახადთან დაკავშირებული ფინანსური გატარებები


🔶 ფიზიკური და იურიდიული პირის ქონების გადასახადთან დაკავშირებით კოდექსის მოთხოვნები, თეორიულ და პრაქტიკულ კონტექსტში

  • დაბეგვრის ობიექტები
  • გადასახადის გაანგარიშება და გადახდა
  • გადასახადისაგან გათავისუფლება

🔶დეკლარირების მოდული  RS -ზე, 

🔶 ქონების გადასახადთან დაკავშირებული ფინანსური გატარებები

🔶 იმპორტის გადასახადი

  • გადასახადის დაბეგვრის ობიექტი
  • გადასახადისგან გათავისუფლება

🔶ორგანიზაციის საგადასახადო რისკების იდენტიფიცირება და ანალიზი მონაცემების ექსელში დამუშავებით

🔶არაპირდაპირი მეთოდის განხილვა

🔶საბაზრო ფასის პრინციპები

🔶 საგადასახადო სამართალდარღვევის სახეები და პასუხისმგებლობა

  • მიმდინარე საგადასახადი კონტროლი
  • საგადასახადო შემოწმება
  • პასუხისმგებლობის ზოგადი პრინციპები
  • სამართალდარღვევის სახეები და პასუხისმგებლობა
  • სამართალდარღვევის საქმის წარმოება
  • საგადასახადო შეთანხმების არსი
  •  საგადასახადო შეთანხმების გაფორმება
  • მედიაცია; საგადასახადო დავა
  • დავის განმხილველი ორგანოები

🔶 საგადასახადო შემოწმების სახეები, ეტაპები და პროცესი

🔶საგადასახადო სამართალდარღვევა და პასუხისმგებლობა, საგადასახადო დავა და შეთანხმება

🔶გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

🔶 დავის წარმოება ადმინისტრაციულ ორგანოებში და სასამართლოში

🔶 დავების საბჭოს და სასამართლო პრაქტიკების განხილვა საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებთან მიმართებით


სურვილისამებრ აღნიშნული ლექციის ფარგლეში მოხდება მსმენელისთვის ნებისმიერი საგადასახადო ანალიზისთვის აქტუალური საკითხის შესახებ მსჯელობა, საგადასახადო რისკების ანალიზი, მონიტრინგი, პრევენცია და კონტროლი.

CRX