დაელოდეთ...

ამინისტიით ფიზიკურ პირებს 2021წ 1 იანვრამდე დავალიანება ჩამოეწერებათ

ამინისტიით ფიზიკურ პირებს 2021წ 1 იანვრამდე დავალიანება ჩამოეწერებათ
ავტორი: ირაკლი მანაგაძე
irakli

ირაკლი მანაგაძე

2004 წ გაცვლით პროგრამით გაიარა აშშ Oglethorpe university -ში გადამზადების კურსი ფინანსური აღრიცხვის მიმართულებით; 2002-2006 წლებში დაამთავრა ივ.ჯავახიშვილის სახელმწოფო უნივერსიტეტი - ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით 2007-2009 წლებში წარმატებით დაასრულა ივ.ჯავახიშვილის სახელმწოფო უნივერსიტეტში - MBA
მეტი ინფორმაცია | Linkedin

2011-2017 წლებში ივ.ჯავახიშვილის სახელმწოფო უნივერსიტეტში - PHD ფინანსური აღრიცხვის მიმართულებით; 2005 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა წამყვან აუდიტორულ კომპანიებში მთ. ბუღალტერის, დამხმარე აუდიტორის, აუდიტის მენეჯერის პოზიციებზე; 2012 წლიდან დღემდე არის ელიტ აუდიტის გარიგების პარტნიორი და ხელმძღვანელი.


2024 წლის 5 ივნისიდან სსკ-ის გარდამავალი დებულებების 309-ე მუხლში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოწერას ექვემდებარება ფიზიკური პირის აღიარებული, 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული საგადასახადო დავალიანება (გადასახადის თანხა და ჯარიმა) და მასზე დარიცხული საურავი. სწორედ ამ ჩანაწერის შესაბამისად  

2024წ 24 ივნისს შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების შესაბამისად განხორციელდა ცვლილება  

„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის № 13446 ბრძანებაში,   რომელსაც დაემატა 91 მუხლი

მეთოდური მითითების ახალი მუხლით დეტალურად განისაზღვრა ის წესები და პირობები, რის მიხედვითაც ჩამოეწერება ფიზიკურ პირს 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი საგადასახადო დავალიანება. მათ შორის, აღნიშნული ბრძანების ახალი 9¹ მუხლით განისაზღვრა შემდეგი: 

309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავალიანების ჩამოწერის საკითხის შესწავლას დაექვემდებარება ყველა ფიზიკური პირი (მათ შორის, მეწარმე ფიზიკური პირი), რომელსაც ერიცხება აღიარებული, 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული, აღიარებული საგადასახადო დავალიანება, მასზე დარიცხული საურავით. 

გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე 2021 წლის 1 იანვრის შემდეგ ასახული ოპერაციები, გარდა 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების დროებითი ბარათიდან ძირითად ბარათზე გადატანის ოპერაციებისა, არ დაექვემდებარება ჩამოწერას. 

იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის 1 იანვრამდე გამოცემული საგადასახადო მოთხოვნ(ებ)ის საფუძველზე პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული თანხების კორექტირება განხორციელდა 2021 წლის 1 იანვრის შემდგომ, კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნ(ებ)ის შედეგად განსაზღვრული საგადასახადო დავალიანება კვლავ განიხილება 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ დავალიანებად. 

დავალიანების ჩამოწერისას, მოსაკრებლის და ადმინისტრაციული ჯარიმის ბარათის ნარჩენი ან/და ზედმეტობა არ გაითვალისწინება.

მეთოდურ მითითებაში ასევე დამატებულია მაგალითები, რაც დეტალურად შეგიძლიათ ნახოთ მითითებულ ბმულზე.

ცვლილება ძალაშია 2024 წლის 25 ივნისიდან.

ცვლილების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე


 

CRX