შემოსავლები არარეზიდენტ პირებს ქონების გადასახადს ზეპირად დაარიცხავს
ირაკლი მანაგაძე
შემოსავლების სამსახურმა გააჟღერა ახალი მიდგომა (სიტუაციური სახელმძღვანელო N1434) არარეზიდენტი ფიზიკური პირების(მათ შორის საქართველოს მოქალაქეობის მქონე და არმქონე) ქონების გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებით, როდესაც აღნიშნული ფიზიკური პირები საქართველოს ტერიტორიაზე ფლობენ ნებისმიერ ქონებას და ყოველი წლის 1 ნოემბრამდე თვითონ არ წარადგენენ ქონების დეკლარაციას.
ახალი მიდგომის მიხედვით ნებისმიერ არარეზიდენტ ფიზიკურ პირს, რომელთაც საქართველოს ტერიტორიაზე აქვთ უძრავი ქონება (ბინა, ავტოფარეხი, კომერციული ფართი...) საგადასხადო ორგანო დაარიცხავს სავარაუდო ქონების გადასახადს მის საკუთრებაში არსებული დასაბეგრ ქონებაზე - უმაღლესი განაკვეთით(საბაზრო ღირებულების 0,8%-1%), თუ აღნიშნული არარეზიდენტი ფიზიკური პირები არ დარეგისტრირებიან შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ გვერდზე www.rs.ge და ყოველი წლის 1 ნოემბრამდე არ წარადგენენ ქონების დეკლარაციას.
უნდა აღინიშნოს, რომ საგადასხადო კოდექსის 206 მუხლი პირველი ნაწილის "ა" ქვეპუნქტით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია ფიზიკური პირის დასაბეგრი ქონება (გარდა მიწისა), თუ ამ პირის ოჯახის მიერ მიმდინარე კალენდარული წლის წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები არ აღემატება 40 000 ლარს, ხოლო თუ აღნიშნული შემოსავალი აღემატება 40 000ლ:
- 40 000 ლარიდან 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის ქონების საბაზრო ღირებულების – 0.05%-დან 0.2%-მდე განაკვეთით.
- 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის ქონების საბაზრო ღირებულების – 0.8%-დან 1%-მდე განაკვეთით.
უნდა აღინიშნოს, რომ არარეზიდენტ ფიზიკურ პირებთან მიმართებით, რეზიდენტებისგან განსხვავებით შემოსავლების შესახებ ინფორმაცია საგადასახადოსთვის არ არის ხელმისაწვდომი, შესაბამისად არარეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ ქონების გადასახადის დეკლარაციის წარუდგენლობის შემთხვევაში შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ ასეთი არარეზიდენტი ფიზიკური პირის შემოსავლები 100 000 ლარს აჭარბებს, შედეგად შემოსავლების სამსახური იმ არარეზიდენტ ფიზიკურ პირებს, რომლებსაც მაგალისთვისთვის – საქართველოში საკუთრებაში გააჩნიათ ბინა ან სახლი მათ მიერ დეკლარაციის წარუდგენლობის შემთხვევაში მაქსიმალური განაკვეთის მიხედვით დაბეგრავს (0.8%-დან 1%-მდე) და მოსთხოვს უმაღლესი განაკვეთით დაანგარიშებულ ქონებაზე ქონების გადასახადის გადახდას.
შესაბამისად აღიშნულის გათვალისწინებით სასურველია არარეზიდენტ ფიზიკურმა პირებმა თავადვე მოახდინონ ქონების დეკლარაციის წარდგენა, რომ თავი აარიდონ შემდგომ გართულებს, რაც მდგომარეობს საგადასხადო ვალდებულების დარიცხვასა და შესაბამისი აღსრულების ღონისძიებების გააქტიურებაში, რაც გამოიხატება ქონების და ანგარიშების დაყადაღებით და ასევე საზღვრის კვეთისას შესაბამისი გართულებებით.
აღნიშნული სიტუაციური სახელმძღვანელოს სანახავად დააჭირეთ აქ