ძირითადი საშუალებების შეფასება
ნებისმიერი კომპანიის მენეჯმენტს სჭირდება იმის ცოდნა, თუ რა ღირებულების გრძელვადიან აქტივებს ფლობს. ხშირად ბუღალტრულად დარიცხული ცვეთის შედეგად მიღებული ნარჩენი ღირებულება ზუსტად ვერ განსაზღვრავს ძირითადი საშუალებების რეალურ, საბაზრო ღირებულებას. განსხვავება ძირითადი საშუალებების რეალურ და საბალანსო ღირებულებებს შორის შეიძლება, არსებითი იყოს და შესაბამისად, ფირმის ფინანსური მდგომარეობის აღქმაზე კრიტიკული გავლენა ჰქონდეს.
„ელიტ აუდიტი“ დამკვეთი კომპანიებისთვის ახორციელებს როგორც ქონების, ქარხნისა თუ აღჭურვილობის ცალკეული ერთეულების შეფასებას, ასევე მათ ლოგიკურ გაერთიანებას ფულის მაგენერირებელ კომპლექტებად და შესაბამისად, ავტონომიური ბიზნეს მიკროსისტემის შეფასებას. ჩვენი საშემფასებლო მომსახურების შედეგებმა გავლენა შეიძლება, მოახდინონ როგორც ფინანსურ ანგარიშგებაზე, ასევე ქონების გადასახადის გაანგარიშებასა და თანმდევ საგადასახადო რეპორტინგზე.
ჩვენმა მომსახურებამ შეიძლება, აგრეთვე მოიცვას ძირითადი საშუალებების აღწერა, აღრიცხვა, ინდივიდუალური კოდების გენერირება, მინიჭება და სტიკერით მონიშვნა და დამკვეთ კომპანიაში გრძელვადიანი ფიზიკური აქტივების მართვის მოქნილი სისტემის დანერგვა.
