დაელოდეთ...

უმოქმედო საწარმოს ევალება თუ არა ანგარიშგების წარდგენა?

უმოქმედო საწარმოს ევალება თუ არა ანგარიშგების წარდგენა?
ავტორი: ირაკლი მანაგაძე
irakli

ირაკლი მანაგაძე

2004 წ გაცვლით პროგრამით გაიარა აშშ Oglethorpe university -ში გადამზადების კურსი ფინანსური აღრიცხვის მიმართულებით; 2002-2006 წლებში დაამთავრა ივ.ჯავახიშვილის სახელმწოფო უნივერსიტეტი - ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით 2007-2009 წლებში წარმატებით დაასრულა ივ.ჯავახიშვილის სახელმწოფო უნივერსიტეტში - MBA
მეტი ინფორმაცია | Linkedin

2011-2017 წლებში ივ.ჯავახიშვილის სახელმწოფო უნივერსიტეტში - PHD ფინანსური აღრიცხვის მიმართულებით; 2005 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა წამყვან აუდიტორულ კომპანიებში მთ. ბუღალტერის, დამხმარე აუდიტორის, აუდიტის მენეჯერის პოზიციებზე; 2012 წლიდან დღემდე არის ელიტ აუდიტის გარიგების პარტნიორი და ხელმძღვანელი.


უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია განისაზღვროს თუ ვის ევალება ფინანსური ანგარიშგების წარდგენა?

სუბიექტი (გარდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა) ვალდებულია მისთვის ამ კანონით დადგენილი ფინანსური ანგარიშგება (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგება), მმართველობის ანგარიშგება (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგება), სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგება და ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აუდიტორული დასკვნა ერთად, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს საანგარიშგებო პერიოდის მომდევნო წლის 1 ოქტომბრისა,  წარუდგინოს სამსახურს. 

რაც ნიშნავს, რომ უმოქმედო საწარმოსაც ევალება ანგარიშგების წარდგენა, მაგრამ იქმნება ტექნიკური დაბრკოლება : კერძოდ მაშინ როდესაც რს გვერდზე აქვს სტატუსი "უმოქმედო" - არ ივსება საქმიანობის სახეები, ხოლო სტატუსი "მოქმედად" რომ გადააკეთოთ ტექნიკურად - მაშინ რს მოითხოვს სხვა კომპონენტებთან ერთად ბანკის ანგარიშის მითითებასაც, რაც რიგ შემთხვევებში არ აქვთ მსგავს საწარმოებს, გამოსავალი მარტივია: ფინანსური ანგარიშგების შევსებისას, რეპორტალზე, პირველივე გვერდზე მოუხსენით მონიშვნა "ფუნქციონირებადი საწარმო" და ჩვეულებრივ შეძლებთ ანგარიშგების გადაგზავნას საქმიანობის სახეების და სხვა ინფორმაციის მოთხოვნის გარეშე.

დამატებითი კითხვებისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ

CRX