საბუღალტრო პროგრამის დანერგვა
პროგრამის დანერგვა
საბუღალტრო პროგრამების სწორი დანერგვა მნიშვნელოვნად ზრდის საბუღალტრო აღრიცხვის ხარისხს და თანამშრომელთა მუშაობის ეფექტურობას. პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: საბუღალტრო პროგრამაში მოხერხებული და ეფექტური ანგარიშთა გეგმის სტრუქტურის შექმნას; აღრიცხვის თანამშრომელთა ტრენინგს საბუღალტრო პროგრამაში; ყველა მომხმარებლისთვის ინდივიდუალურად ტიპიური ოპერაციების აწყობას; თანამშრომელთა უფლება-მოვალეობების, პროგრამაში მათი სამუშაო საათების, ბრძანებების, ანგარიშების განსაზღვრას.
