უძრავი ქონების შეფასება
უძრავი ქონების შესაფასებლად მოგვმართავენ როგორც კომპანიები, ასევე ფიზიკური პირები. მიწის, სამრეწველო ნაგებობების, სასოფლო-სამეურნეო პლანტაციების და კომერციული ან საცხოვრებელი ფართის შეფასებაზე მრავალმხრივი მოთხოვნაა:
- მესაკუთრეს აინტერესებს რა ღირებულების ქონებას ფლობს;
- ინვესტორს აინტერესებს დაბანდების დანიშნულების „რეალური“ ღირებულება;
- შემოსავლების სამსახურს აინტერესებს მეწარმე სუბიექტს უძრავი ქონების რა ღირებულებიდან უნდა დაედეკლარირებინა ქონების გადასახადი;
- სადაზღვევო კომპანიებს აინტერესებთ, რა ღირებულების აქტივების საპირწონედ იღებენ ზიანის ანაზღაურების რისკს;
- კომერციულ ბანკებს აინტერესებთ უზრუნველყოფის სახით რა ღირებულების აქტივებზე უჩნდებათ პერსპექტიული მოთხოვნა.
„ელიტ აუდიტის“ შემფასებელთა გუნდი საშუალოდ სამი სამუშაო დღის ვადაში აფასებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ უძრავ ქონებას.უძრავი ქონების შეფასება - სერვისები
მას შემდეგ, რაც დამკვეთთან საბოლოო შეთანხმება შედგება, ვიწყებთ ობიექტის ინსპექტირებას, დასურათებას და ინფორმაციის გაანალიზებას. შესაფასებელი ობიექტის მსგავსი ანალოგების მოძიება შემდეგი ნაბიჯია და ამ პროცესში სხვადასხვა ბაზებს ვიყენებთ.
აღნიშნული ინფორმაციის დამუშავების შემდგომ საბოლოო ჯამში დგება ობიექტის ღირებულება. რაც შეეხება იმას, თუ რა ღირს ქონების შეფასება, ეს ინდივიდუალურია და დამკვეთთან ხდება მოლაპარაკება.
მრავალმხრივი შეფასება: ჩვენ გვესმის, რომ სრულყოფილი საშემფასებლო მომსახურება მრავალ მიმართულებას უნდა მოიცავდეს. ზუსტად ამიტომ, ჩვენი სერვისი მრავალმხრივია და იქნება ეს მიწის შეფასება, კომერციული ფართი, თუ საცხოვრებელი სახლი, ჩვენი გუნდი ყველას ემსახურება.
დროული მომსახურება: ხარისხიანი მომსახურების გარდა ჩვენთვის მნიშვნელოვანია დედლაინები. ჩვენ პატივს ვცემთ კლიენტების დროს და უძრავი ქონების შემფასებელი გულმოდგინედ მუშაობს იმისთვის, რომ მიიღოთ სრულფასოვანი ანგარიში საშუალოდ სამი სამუშაო დღის განმავლობაში.
ყოვლისმომცველი დაფარვა: ჩვენი მომსახურება ვრცელდება საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. არ აქვს მნიშვნელობა სად მდებარეობს თქვენი ქონება: დედაქალაქში, თუ რეგიონში, ჩვენ მოვალთ და შევაფასებთ.
გარანტირებული სიზუსტე: ჩვენი სიზუსტისადმი ერთგულება ურყევია. აუდიტორული ფირმა „ელიტ აუდიტი“ დეტალურად ეწევა მონაცემთა ანალიზის, იკვლევს ინდუსტრიის სპეციფიკას და ადგილზე ეცნობა ყველა დეტალს, რათა მოგაწოდოთ საბოლოო შედეგი, რომელსაც შეგიძლიათ თავისუფლად დაეყრდნოთ.
როგორ მიმდინარეობს პროცესი
უძრავი ქონების შეფასება საკმაოდ რთული პროცესია, რადგან მრავალი ფაქტორის გათვალისწინება უწევს შემფასებელს. აქტივის გაყიდვისა ან შეძენის შემთხვევაში, ძალიან მნიშვნელოვანია აქტივის ზუსტი საბაზრო ღირებულების ცოდნა რათა ბიზნესმა და ფიზიკურმა პირებმა მაქსიმალურად შეძლონ რისკების თავიდან არიდება. ასევე შეგახსენებთ, რომ ფინანსური მენეჯმენტი ელიტ აუდიტში ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა და სურვილის შემთხვევაში შეგვიძლია გაგიწიოთ ეს მომსახურება.
გამოცდილი საშემფასებლო კომპანია ზედმიწევნით უნდა იცავდეს კორპორატიულ, მარეგულირებელ თუ საბუღალტრო მოთხოვნებს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ვინც გაეცნობა საბოლოო დოკუმენტს, მას უნდა ჰქონდეს წარმოდგენა შეფასებული ქონების რეალური ღირებულების შესახებ. ეს ღირებულება კი სხვადასხვა დროს და სხვადასხვა გარემოში შეიძლება, არსებითად განსხვავებული თანხა იყოს.
შემფასებლის პასუხისმგებლობაა, დაადგინოს აქტივის საბაზრო, „სამართლიანი“, ანუ რეალური ღირებულება, რისთვისაც მან უნდა გაითვალისწინოს აქტივის როგორც დღევანდელი გამოყენების პარამეტრები და მომავალში შემოსავლის/მოგების გენერირების პოტენციალი, ასევე ბაზარზე სხვა დაინტერესებული მხარეების მხრიდან აღნიშნული აქტივის მიმართ შესაძლო მონეტარული ინტერესი.
გამოცდილი საშემფასებლო კომპანია ნებისმიერი სახის უძრავ ქონებას უპრობლემოდ უნდა აფასებდეს, შემდეგ გიწევდეთ კონსულტაციას და ყველა კითხვაზე ამომწურავ პასუხს გცემდეთ. შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ „ელიტ აუდიტი“ მოქმედებს მსოფლიოში მიღებული პრაქტიკის კვალდაკვალ და შეფასებული ობიექტის ღირებულება რეალობას ასახავს.
“ელიტ აუდიტი” ქონების საერთაშორისო IVS სტანდარტებით ხელმძღვანელობს. ჩვენ გუნდს გააჩნია ქონების ბაზრის სიღრმისეული ცოდნა და შესწევს უნარი განსაზღვროს ქონების საბაზრო ღირებულება.
მიწის შეფასება, ან ზოგადად უძრავი ქონების შეფასება აუცილებელია, სანამ დაიწყებთ გარკვეულ პროცესებს. თუ გსურთ თქვენი უძრავი ქონების გაყიდვა, ან ახლის ყიდვა; გაქირავება, დაგირავება, მისი გაყოფა, ან ბანკში დაკრედიტება, აუცილებელია ყველა წესის დაცვით მოახდინოთ ღირებულების შეფასება.
გარდა ამისა, უძრავი ქონების შეფასება საჭიროა, სანამ დაიწყება რაიმე სახის მშენებლობა, ან რეკონსტრუქცია. დაადგინეთ თქვენი უძრავი ქონების რეალური ღირებულება ელიტ აუდიტ-თან ერთად. ჩვენი გუნდი მოწოდებულია უზრუნველყოს სანდო, დროული და ყოვლისმომცველი შეფასების სერვისები, რომლებიც გაძლევენ საშუალებას მიიღოთ ინფორმირებული გადაწყვეტილებები.
