მარაგების ინვენტარიზაცია და შეფასება
ძირითად საშუალების აღწერაზე უფრო ხშირად კომპანიებს მარაგების ინვენტარიზაცია სჭირდებათ. რაც უფრო სწრაფი მიმოქცევის საქონლის რეალიზაციითაა დაკავებული კომპანია, მით უფრო ხშირად დგება ხოლმე ეს საკითხი დღის წესრიგში. მარაგები აგრეთვე ის არეალია, სადაც ყველაზე ხშირია დანაკარგები (მ.შ. ქურდობისა და დატაცების გამო).
ელიტ აუდიტი-ს გუნდი და მოწვეული სპეციალისტები საკმაოდ შემჭიდროებულ ვადებში ახორციელებენ ნედლეულის, შუალედური და მზა პროდუქციის გადათვლას, აღწერას და გეგმიურ ნაშთებთან შედარებას, რაც დამკვეთ კომპანიებს აძლევთ საშუალებას, უწყვეტ რეჟიმში აკონტროლონ მათ მფლობელობაში არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები და სწრაფი რეაგირება მოახდინონ კრიტიკულ სიტუაციებში.
ქართული კომპანიები აგრეთვე მოგვმართავენ მარაგების ყოველთვიური ან ყოველკვარტალური შემოწმებისა და შეფასებისთვის. როგორც წესი, მარაგები ჩვენი დამკვეთების მიმდინარე აქტივების კლასში უდიდესი კომპონენტია და შესაბამისად, მათზე ფასების ცვლილებამ შეიძლება, ბიზნეს გადაწყვეტილებებზე არსებითი ცვლილების განმაპირობებელი გავლენა მოახდინოს.
