ბიზნესის შეფასება
რაში გვჭირდება ბიზნესის შეფასება? ან რა ღირს კონკრეტული კომპანია?
როგორც წესი, ბიზნესის მფლობელების, მენეჯერების და პოტენციური ინვესტორების (მყიდველების) წარმოდგენები კომპანიის ღირებულების შესახებ ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება. ფირმის ღირებულება არ არის უბრალოდ მის აქტივებს გამოკლებული ვალდებულებები. საწარმო შეიძლება, გაცილებით მეტი ან ნაკლები ღირდეს, ვიდრე ამგვარად გამოთვლილი და საბალანსო უწყისში დაფიქსირებული კაპიტალია.
„ელიტ აუდიტი“-ს სერტიფიცირებული ბიზნეს შემფასებლები საწარმოს ღირებულებას ადგენენ საერთაშორისო საშემფასებლო სტანდარტების (International Valuation Standards – IVS) შესაბამისად. კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით შეიძლება, გამოვიყენოთ სამი მეთოდი:
საბაზრო მიდგომა (ყველაზე ხშირად);
შემოსავლების მიდგომა (საკმაოდ ხშირად)
დანახარჯების მიდგომა (იშვიათად)
ჩვენი პასუხისმგებლობაა დავადგინოთ აქტივის საბაზრო ღირებულება კონკრეტულ მომენტში, რომელიც დადგინდება სამართლიანი შეფასებით, რაც ნიშნავს, რომ გავითვალისწინოთ აქტივის დღევანდელი გამოყენების პარამეტრები და მომავალში შემოსავლის მიღების პოტენციალი, ასევე ბაზარზე აღნიშნული აქტივის მიმართ ინტერესი. ინვესტორებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია იცოდნენ კომპანიის ღირებულება, სწორედ ამიტომ, ნებისმიერი კომპანიის მენეჯმენტს სჭირდება იმის ცოდნა, თუ რა ღირებულების გრძელვადიან აქტივებს ფლობენ. ელიტ აუდიტი ახორციელებს ქონების, ქარხნებისა და აღჭურვილობების შეფასებას.
