იურიდიული დოკუმენტების შედგენა
იურიდიული კონსულტაციის გაწევის შემდგომ, შესაძლებელია საჭირო გახდეს იურიდიული დოკუმენტების მომზადება, რაც გულისხმობს ისეთი სამართლებრივი დოკუმენტების შედგენას, როგორიცაა განცხადება, სარჩელი, საჩივარი, შესაგებელი, შუამდგომლობა და ა.შ.
იურიდიული დახმარების სამსახური უზრუნველყოფს იურიდიული დოკუმენტაციის მომზადებას სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე.
