საკუთარი კაპირალის ცვლილებების ანგარიშგება
საკუთარი კაპიტალის ცვლილებების ანგარიშგება მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:
(ა) საანგარიშგებო პერიოდის მთლიანი სრული შემოსავალი, (ცალ-ცალკე სათავო საწარმოს მესაკუთრეებსა და არამაკონტროლებელი წილისათვის);
(ბ) საკუთარი კაპიტალის თითოეული კომპონენტისთვის, სააღრიცხვო პოლიტიკის რეტროსპექტულად გამოყენების ან თანხების რეტროსპექტულად გადაანგარიშების შედეგები; და
(გ) საკუთარი კაპიტალის თითოეული კომპონენტისთვის, წლის დასაწყისსა და წლის ბოლოს საბალანსო ღირებულებების შეჯერება, ცალ-ცალკე ასახვით:
(i) მოგების ან ზარალის ცვლილებით;
(ii) სხვა სრული შემოსავლის ცვლილებით; და
(iii) მესაკუთრეების მიერ მესაკუთრის რანგში ინვესტირებული თანხებით, ან მათზე გაცემული დივიდენდებისა და სხვა სახის განაწილებით, ასევე შვილობილ საწარმოებში საკუთრების წილების ცვლილებები, რომლებიც არ იწვევს კონტროლის დაკარგვას.