დაელოდეთ...

მოგება-ზარალი და სრული შემოსავლის ანგარიშგება

მოგება-ზარალი და სრული შემოსავლის ანგარიშგება

საწარმომ პერიოდის მთლიანი სრული შემოსავალი უნდა წარადგინოს, ან: 

(ა) ერთ სრული შემოსავლის ანგარიშგებაში; ან 

(ბ) ორ ანგარიშგებაში – მოგებისა და ზარალის ანგარიშგებასა და სრული შემოსავლის ანგარიშგებაში. ერთი ანგარიშგების წარდგენიდან ორი ანგარიშგების წარდგენაზე გადასვლა, ან პირიქით, მიიჩნევა სააღრიცხვო პოლიტიკის შეცვლად და რეტროსპექტულად აისახება.

როგორც მინიმუმ, სრული შემოსავლის ანგარიშგება უნდა მოიცავდეს:

(ა) ამონაგებს; 

(ბ) ფინანსურ დანახარჯებს; 

(გ) წილს წილობრივი მეთოდით აღრიცხული მეკავშირე საწარმოებისა და ერთობლივ კონტროლს დაქვემდებარებული საწარმოების მოგებაში ან ზარალში; 

(დ) საგადასახადო ხარჯს; 

(ე) შეწყვეტილ ოპერაციებთან დაკავშირებულ ერთიან თანხას (დაბეგვრის შემდგომი მოგება ან ზარალი, აქტივების გაუფასურება, ან გაუფასურების კომპენსირება, შემოსულობა წმინდა აქტივების გასვლიდან);

(ვ) მოგებას ან ზარალს;

(ზ) სხვა სრული შემოსავლის თითოეულ კომპონენტს დაჯგუფებულს ორ კატეგორიად: 

• (i) შემდგომში არ რეკლასიფიცირდება მოგებაში, ან ზარალში (5.4(ბ) (i)-(ii) და (iv)); და 

• (ii) შემდგომში რეკლასიფიცირდება მოგებაში ან ზარალში (5.4(ბ)(iii)).

(თ) წილს წილობრივი მეთოდით აღრიცხული მეკავშირე საწარმოებისა და ერთობლივ კონტროლს დაქვემდებარებული საწარმოების სხვა სრულ შემოსავალში; 

(ი) სრული შემოსავლის მთლიან თანხას

     ანგარიშგების წარდგენა

საწარმომ სრული შემოსავლის ანგარიშგებაში განცალკევებით უნდა წარმოადგინოს პერიოდის მოგება ან ზარალი და პერიოდის მთლიანი სრული შემოსავალი რომელიც მისაკუთვნებელია: 

• არამაკონტროლებელ წილზე; და 

• სათავო საწარმოს მესაკუთრეებზე. 

შეცდომების გასწორებისა და სააღრიცხვო პოლიტიკის ცვლილების შედეგი უნდა აისახოს, როგორც გასული პერიოდების რეტროსპექტული კორექტირება და არა როგორც მიმდინარე პერიოდის მოგების ან ზარალის ნაწილი.საწარმომ შემოსავლების ან ხარჯების მუხლები არ უნდა წარადგინოს „განსაკუთრებული მუხლის“ სახით.

      ხარჯების ანალიზი

საწარმომ უნდა წარმოადგინოს ხარჯების ანალიზი და ამ მიზნით ხარჯების კლასიფიკაცია უნდა მოახდინოს:

• ეკონომიკური შინაარსის (მაგ. ცვეთა, მასალების შეძენა, ტრანსპორტირების დანახარჯები, დაქირავებულ პირთა გასამრჯელოები ... ), ან 

• ფუნქციების მიხედვით (გაყიდული საქონლის თვითღირებულება, რეალიზაციის დანახარჯები, ადმინისტრაციული დანახარჯები...). 

არჩევანი უნდა გაკეთდეს იმ მეთოდზე, რომელიც უფრო საიმედო და შესაბამის ინფორმაციას იძლევა.

საწარმოს შეუძლია ერთი, მოგებისა და ზარალის და გაუნაწილებელი მოგების ანგარიშგების წარდგენა, სრული შემოსავლის ანგარიშგებისა და საკუთარი კაპიტალის ცვლილებების ანგარიშგების ნაცვლად, თუ საკუთარი კაპიტალის 

ცვლილება განპირობებულია მხოლოდ:

• მოგების ან ზარალის ცვლილებით, 

• დივიდენდების გაცემით, 

• წინა პერიოდების შეცდომების გასწორებითა, და

• სააღრიცხვო პოლიტიკის ცვლილებით.

საწარმომ მოგებისა და ზარალის და გაუნაწილებელი მოგების ანგარიშგებაში დამატებით უნდა წარადგინოს შემდეგი მუხლები: 

(ა) გაუნაწილებელი მოგება საანგარიშგებო პერიოდის დასაწყისისთვის; 

(ბ) საანგარიშგებო პერიოდში გამოცხადებული დივიდენდები; 

(გ) წინა პერიოდების შეცდომების გასწორების გათვალისწინებით კორექტირებული გაუნაწილებელი მოგება; 

(დ) სააღრიცხვო პოლიტიკის ცვლილების გათვალისწინებით კორექტირებული გაუნაწილებელი მოგება; და 

(ე) გაუნაწილებელი მოგება საანგარიშგებო პერიოდის ბოლოსთვის.


შედარება სრულ ფასს-თან

• უფრო ადვილი ენით არის გადმოცემული, მოიცავს ნაკლებ მითითებებს აღრიცხვის პრინციპების გამოსაყენებლად. 

• მსს ფასს-ის თანახმად თუ საწარმოს სხვა სრული შემოსავლის მუხლები არ აქვს შეუძლია წარადგინოს ერთიანი მოგებისა და ზარალის და გაუნაწილებელი მოგების ანგარიშგება. სრული ფასს ამის შესაძლებლობას არ იძლევა.

• სრული ფასს-ით თუ საწარმო ფუნქციების მიხედვით ხარჯების კლასიფიკაციას იყენებს, უნდა გაამჟღავნოს დამატებითი ინფორმაცია ხარჯების ეკონომიკური შინაარსის შესახებ. მსს ფასს-ით ამგვარი მოთხოვნა არ არსებობს. 

• შეწყვეტილ ოპერაციებთან დაკავშირების სრული ფასს უფრო მეტი ინფორმაციის განჟღავნებას ითხოვს ვიდრე მსს ფასს. 

CRX