ფულადი ნაკადების ანგარიშგება
ფულადი ნაკადების ანგარიშგებაში ფულადი ნაკადები დაჯგუფებულია საოპერაციო, საინვესტიციო და საფინანსო საქმიანობის მიხედვით.
საოპერაციო საქმიანობა საწარმოს ძირითადი შემოსავლების მომტანი საქმიანობაა:
• საქონლის გაყიდვიდან და მომსახურების გაწევიდან მიღებული ფულადი სახსრები;
• საქონლისა და მომსახურების მომწოდებელთათვის გადახდილი ფულადი სახსრები;
• დაქირავებულ პირთათვის გადახდილი ფულადი სახსრები;
• მოგების გადასახადთან დაკავშირებული ფულადი სახსრების გადახდა ან დაბრუნება, თუ შეუძლებელია მათი უშუალოდ
მიკუთვნება საფინანსო და საინვესტიციო საქმიანობაზე.
საინვესტიციო საქმიანობა მოიცავს გრძელვადიანი აქტივებისა და სხვა ისეთი ინვესტიციების შეძენასა და გასვლას, რომლებიც არ შედის ფულადი სახსრების ეკვივალენტების შემადგენლობაში:
• ძირითადი საშუალებების (მათ შორის, საკუთარი წარმოების ძირითადი საშუალებების), არამატერიალური და სხვა
გრძელვადიანი აქტივების შეძენისას (გაყიდვისას) გადახდილი (მიღებული) ფულადი სახსრები;
• სხვა საწარმოების წილობრივი ან სავალო ინსტრუმენტებისა და ერთობლივი საქმიანობის წილის შეძენისას (გაყიდვისას) გადახდილი (მიღებული) ფულადი სახსრები;
• სხვა მხარეებზე გაცემული ფულადი სახსრები, ავანსის ან სესხის სახით;
• სხვა მხარეზე გაცემული ავანსებისა და სესხების დაბრუნების შედეგად მიღებული ფულადი სახსრები;
საფინანსო საქმიანობის შედეგად რაოდენობრივად და სტრუქტურულად იცვლება საწარმოს საკუთარი კაპიტალი და ნასესხები სახსრები:
• აქციებისა და სხვა წილობრივი ინსტრუმენტების გამოშვების შედეგად საწარმოში შემოსული ფულადი სახსრები;
• მესაკუთრეთათვის გადახდილი ფულადი სახსრები, საწარმოს აქციების შესაძენად ან გამოსყიდვის მიზნით;
• სავალო ფასიანი ქაღალდების, ობლიგაციების და სხვა მოკლევადიანი ან გრძელვადიანი სესხების გამოშვების შედეგად
საწარმოში შემოსული ფულადი სახსრები;
• ნასესხები სახსრების დასაფარად გადახდილი ფულადი სახსრები;
• მოიჯარის მიერ ფინანსურ იჯარასთან დაკავშირებული ვალდებულების შესამცირებლად გადახდილი ფულადი სახსრები.
საოპერაციო საქმიანობასთან დაკავშირებული ფულადი ნაკადების წარდგენა
საოპერაციო საქმიანობასთან დაკავშირებული ფულადი ნაკადები საწარმომ უნდა წარადგინოს:
(ა) არაპირდაპირი მეთოდით - მოგება ან ზარალი კორექტირდება არაფულადი ოპერაციების შედეგებით, საოპერაციო შემოსავლებისა და გადახდების გადავადების ან დარიცხვების გათვალისწინებით, საინვესტიციო ან საფინანსო საქმიანობის ფულად ნაკადებთან დაკავშირებული შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით;
ან
(ბ) პირდაპირი მეთოდით - მთლიანი შემოსული და გასული ფულადი ნაკადების ჩვენება ძირითადი კატეგორიების მიხედვით.
საინვესტიციო და საფინანსო საქმიანობასთან დაკავშირებული ფულადი ნაკადების წარდგენა
საწარმომ ცალ-ცალკე უნდა წარადგინოს საინვესტიციო და საფინანსო საქმიანობასთან დაკავშირებით შემოსული და გასული მთლიანი ფულადი ნაკადები, ძირითადი კატეგორიების მიხედვით. შვილობილი საწარმოებისა და სხვა ეკონომიკური სუბიექტების შესყიდვიდან ან გაყიდვიდან წარმოქმნილი ჯამური ფულადი ნაკადები ცალკე უნდა აისახოს და კლასიფიცირდეს, როგორც საინვესტიციო საქმიანობა.
მაგალითად 01/01/2018 თარიღისთვის A საწარმომ შეიძინა B საწარმოს კაპიტალის 50% 110 ლ-ად, როდესაც B საწარმოს ფულადი სახსრები და ფულადი სახსრების ეკვივალენტები უდრიდა 10 ლ-ს. 01/01/2018 თარიღიდან საწარმო A აკონტროლებს საწარმო B-ს (ე.ი საწარმო B წარმოადგენს საწარმო A-ს შვილობილ საწარმოს).
კონსოლიდირებული ფულადი ნაკადების ანგარიშგებაში როგორ წარადგენს ჯგუფი B საწარმოს შესყიდვას ქვემოთ განხილულ თითოეულ შემთხვევაში:
1. საწარმო A ყიდულობს ფულადი სახსრების გადახდით
საინვესტიციო საქმიანობა -100 (-110+10)
2. საწარმო A ყიდულობს კრედიტით (თანხას გადაიხდის შემდგომ წელს)
საინვესტიციო საქმიანობა +10 (-0+10)
3. საწარმო A ყიდულობს საკუთარი კაპიტალის გადაცემით გამყიდველზე
საინვესტიციო საქმიანობა +10 (-0+10)
4. საწარმო A ბანკიდან სესხულობს 110 ლ-ს და ფულად სახსრებს იყენებს საყიდლად
საინვესტიციო საქმიანობა -100 (-110+10), საფინანსო საქმოანობა +110
როგორ წარადგენს საწარმო A ფულადი ნაკადების ანგარიშგებაში საწარმო B-ს შეძენას ქვემოთ განხილულ თითოეულ შემთხვევაში:
1. საწარმო A ყიდულობს ფულადი სახსრების გადახდით
საინვესტიციო საქმიანობა -110
2. საწარმო A ყიდულობს კრედიტით (თანხას გადაიხდის შემდგომ წელს)
ფულადი ნაკადები არ არის
3. საწარმო A ყიდულობს საკუთარი კაპიტალის გადაცემით გამყიდველზე
ფულადი ნაკადები არ არის
4. საწარმო A ბანკიდან სესხულობს 110 ლ-ს და ფულად სახსრებს იყენებს საყიდლად
საინვესტიციო საქმიანობა -110, საფინანსო საქმოანიბა +110
უცხოური ვალუტით განხორციელებულ სამეურნეო ოპერაციებთან დაკავშირებული ფულადი ნაკადები უნდა ასახოს საწარმოს სამუშაო ვალუტაში, ფულადი სახსრების მოძრაობის თარიღისთვის არსებული გასაცვლელი სავალუტო კურსის გამოყენებით.
სავალუტო კურსების ცვლილების შედეგად წარმოქმნილი არარეალიზებული შემოსულობა ან ზარალი არ მიიჩნევა ფულად ნაკადად. თუმცა, საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს ფულადი სახსრები და ფულადი სახსრების ეკვივალენტები უნდა გადაიანგარიშოს პერიოდის ბოლოს დაფიქსირებული სავალუტო კურსით. შედეგად წარმოქმნილი არარეალიზებული შემოსულობა ან ზარალი უნდა წარადგინოს საინვესტიციო და საფინანსო საქმიანობისგან განცალკევებით.
საწარმომ ცალ-ცალკე უნდა წარადგინოს პროცენტებისა და დივიდენდების სახით მიღებული და გაცემული ფულადი ნაკადები. ფულადი ნაკადები წლების მანძილზე უცვლელად უნდა იყოს კლასიფიცირებული როგორც საოპერაციო, საინვესტიციო ან საფინანსო საქმიანობა.
საწარმომ ცალკე უნდა წარადგინოს მოგების გადასახადთან დაკავშირებული ფულადი ნაკადები, რომელიც კლასიფიცირებული
იქნება, როგორც საოპერაციო საქმიანობასთან დაკავშირებული ფულადი ნაკადები, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც შესაძლებელია მათი უშუალოდ მიკუთვნება საფინანსო ან საინვესტიციო საქმიანობაზე.
როდესაც საგადასახადო ფულადი ნაკადები განაწილებულია ერთზე მეტი სახეობის საქმიანობაზე, საწარმომ უნდა გაამჟღავნოს გადახდილი გადასახადების მთლიანი თანხა.
საინვესტიციო და საფინანსო საქმიანობასთან დაკავშირებული არაფულადი ოპერაციები უნდა გამჟღავნდეს განმარტებით
შენიშვნებში.
არაფულადი ოპერაციების მაგალითებია:
(ა) აქტივების შეძენა მათ შეძენასთან უშუალოდ დაკავშირებული ვალდებულებების აღებით, ან ფინანსური იჯარის მეშვეობით;
(ბ) საწარმოს შეძენა წილობრივი ინსტრუმენტების ემისიით; და
(გ) სავალო ვალდებულებების კონვერტაცია საკუთარ კაპიტალად.
საწარმომ უნდა აჩვენოს ფულადი სახსრებისა და ფულადი სახსრების ეკვივალენტების კომპონენტები და ფულადი ნაკადების ანგარიშგებაში წარმოდგენილი თანხების შეჯერება ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში ასახულ ეკვივალენტურ მუხლებთან. საწარმოს არ მოეთხოვება ამგვარი შეჯერების წარმოდგენა, თუ ფულადი ნაკადების ანგარიშგებაში ასახული ფულადი სახსრებისა და ფულადი სახსრების ეკვივალენტების თანხა იდენტურია იმ თანხის, რომელიც ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში ნაჩვენებია ანალოგიური სახელწოდებით.
• საწარმომ, ხელმძღვანელობის კომენტარებთან ერთად, უნდა გაამჟღავნოს ფულადი სახსრებისა და ფულადი სახსრების ეკვივალენტების მნიშვნელოვანი ნაშთები, რომლებიც საწარმოს ეკუთვნის, მაგრამ მათი გამოყენება საწარმოს არ შეუძლია (მიზეზები: უცხოური ვალუტის გაცვლის კონტროლი, სხვა საკანონმდებლო შეზღუდვები და ა.შ).
შედარება სრულ ფასს-თან
• უფრო ადვილი ენით არის გადმოცემული, მოიცავს ნაკლებ მითითებებს აღრიცხვის პრინციპების გამოსაყენებლად.
• სრული ფასს საწარმოებს რეკომენდაციას აძლევს, რომ ფულადი ნაკადების ანგარიშგება შეადგინონ პირდაპირი მეთოდით. მსს ფასს-ში ამგვარი მითითება არ არსებობს.
• სრული ფასს საშუალებას იძლევა გარკვეული ფულადი ნაკადები წარდგენილ იქნეს ნეტო საფუძველზე. მსს ფასს-ში ამგვარი მითითება არ არსებობს.
• სრული ფასს მოიცავს მითითებებს შვილობილ საწარმოებში, მეკავშირე საწარმოებსა და ერთობლივ საწარმოებში ინვესტიციებთან დაკავშირებული ფულადი ნაკადების აღრიცხვაზე. მსს ფასს-ში ამგვარი მითითება არ არსებობს.
• სრული ფასს რეკომენდაციას უწევს საწარმოებს ასახონ ისეთი დამატებითი მითითებები, რომლებიც შეიძლება მომხმარებლისათვის სასარგებლო იყოს საწარმოს ფინანსური მდგომარეობისა და ლიკვიდობის გასაცნობად.მსს ფასს-ში ამგვარი მითითება არ არსებობს
fuladi nakadebis moZraobis gamosangariSebeli formulebi
pirdapiri meTodi
momxmareblebisagan = realizaciis + debitoruli angariSebis Semcireba
miRebuli fuli sufTa moculoba _ debitoruli angariSebis zrda
+ avansad miRebuli Semosavlebi zrda
_ avansad miRebuli Semosavlebi Semcirda
miRebuli procentuli = Semosavali procentuli + misaRebi sargeblis Semcireba
sargebeli sargeblidan _ misaRebi sargeblis zrda
fuladi gadaxdebi realizebuli + sasaq.-mat. maragebis zrda + kredit. angariSebis Semcireba
sasaqonlo-materialuri = produqciis
maragebis SesaZenad TviTRirebuleba _ sasaq.-mat. maragebis Semcireba _ kredit. angariSebis zrda
gacemuli procentuli = procentuli + dagrovili gadasaxd procentebis Semcireba
sargebeli sargeblis xarjebi _ dagrovili gadasaxdeli procentebis zrda
gacemuli gadasaxadebi = gadasaxadebi + dagrovili gadasaxdeli gadasaxadebis Semcireba
_ dagrovili gadasaxdeli gadasaxadebis zrda
fuladi nakadebis moZraobis uwyisi
arapirdapiri meTodi
sufTa mogeba
plius: cveTa da sxva arafuladi xarjebi
mimdinare aqtivebis angariSebis Semcireba
mimdinare valdebulebebis angariSebis zrda
arasaoperacio zarali grZelvadiani aqtivebis da fasiani qaRaldebis gayidvidan
qvejami
minus: mimdinare aqtivebis angariSebis zrda
mimdinare valdebulebebis angariSebis Semcireba
arasaoperacio mogeba grZelvadiani aqtivebis da fasiani qaRaldebis gayidvidan
qvejami
fuladi nakadebis sufTa nazrdi