დაელოდეთ...

ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები

ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები

განმარტებითი შენიშვნები უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

(ა) ინფორმაცია ფინანსური ანგარიშგების მომზადების საფუძვლისა და საწარმოს მიერ გამოყენებული სააღრიცხვო პოლიტიკის შესახებ; 

(ბ) სტანდარტის მოთხოვნებით გათვალისწინებული ინფორმაცია, რომელიც სხვაგან არსად არ არის ასახული; და 

(გ) დამატებითი ინფორმაცია, რომელიც სხვაგან არსად არ არის ასახული, მაგრამ აუცილებელია საწარმოს ფინანსური ანგარიშგების რომელიმე მუხლის გასაგებად.

განმარტებითი შენიშვნების თანმიმდევრობა: 

(ა) განცხადება, რომ ფინანსური ანგარიშგება მომზადებულია ფასს, მსს ფასს-ის ან მე-IV კატეგორიის ფინ. ანგარიშგების სტანდარტების შესაბამისად; 

(ბ) საწარმოს მიერ გამოყენებული ყველა მნიშვნელოვანი  სააღრიცხვო პოლიტიკის მოკლე მიმოხილვა; 

(გ) დამატებითი/დამხმარე ინფორმაცია უშუალოდ ფინანსურ ანგარიშგებაში წარმოდგენილი მუხლების განმარტებისათვის, ისეთივე თანამიმდევრობით, როგორც წარმოდგენილია თითოეული  ანგარიშგება და მისი თითოეული მუხლი; 

(დ) სხვა განმარტებები.

უნდა გამჟღავნდეს:

(ა) ფინანსური ანგარიშგების მოსამზადებლად გამოყენებული  შეფასების საფუძველი (ან საფუძვლები); და 

(ბ) ყველა სხვა გამოყენებული სპეციფიკური სააღრიცხვო პოლიტიკის აღწერა, რომელიც მნიშვნელოვანია ფინანსური ანგარიშგების გასაგებად.

ინფორმაცია ისეთი მსჯელობების შესახებ, რომელთა დახმარებითაც განსაზღვრულ იქნა სააღრიცხვო პოლიტიკა, რომელსაც მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ფინანსურ ანგარიშგებაზე. 

მნიშვნელოვანი მსჯელობების მაგალითები:

• ეკონომიკური სარგებლის გასვლა მოსალოდნელია თუ არა (უფრო შესაძლებელია  მისი მოხდენა, ვიდრე არმოხდენა), არსებობს მიმდინარე ვალდებულება = ვალდებულება აღიარდება?

     ნებისმიერი ფინანსური ვალდებულების, გარანტიის, ან პირობითი ვალდებულების ხასიათისა და ფორმის ცალ-ცალკე აღწერა (შესაბამისი თანხის მითითებით)

მოვალეობების კონტექსტში  პირობითი  ვალდებულებები  წარმოადგენს:

    საწარმოს  შესაძლო  მოვალეობას  (რომელიც  არ  აკმაყოფილებს   ვალდებულების განმარტებას); ან

    საწარმოს არსებულ მოვალეობას, რომელიც აკმაყოფილებს ვალდებულების  განმარტებას,  მაგრამ  ვერ  აკმაყოფილებს  სტანდარტით  განსაზღვრულ ამ ტიპის ვალდებულების აღიარების კრიტერიუმებს. მსგავს მუხლებს ზოგჯერ „ბალანსგარეშე“ ვალდებულებებს უწოდებენ.

მაგალითად, როდესაც საწარმო მესამე მხარეს მისცემს ბანკის სესხის გადახდის  გარანტიას  მესამე  მხარის  დეფოლტის  შემთხვევაში.  ანუ,  საწარმო იძლევა ბანკის წინაშე სხვა მხარის მოვალეობაზე პასუხისმგებლობის აღებას, თუ ეს მხარე მოვალეობას ვერ შეასრულებს. საწარმომ, რომელიც იძლევა გარანტიას:

    პირობითი  ვალდებულება  განმარტებით  შენიშვნებში  უნდა  გაამჟღავნოს, თუ 50% ან ნაკლები ალბათობაა, რომ მსესხებელი დეფოლტს განიცდის და საჭირო გახდება გარანტიის გადახდა;

    პირობითი  ვალდებულების  გამჟღავნების  ნაცვლად  საკუთარი  ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში უნდა აღიაროს ვალდებულება, თუ უფრო სავარაუდოა, ვიდრე არა (ანუ ალბათობა >50%), რომ მსესხებელი დეფოლტს განიცდის და საჭირო გახდება გარანტიის გადახდა (იხ.  -ანარიცხები, პირობითი ვალდებულებები და პირობითი აქტივები“.

ბალანსგარეშე (ანუ აუღიარებელი) ვალდებულებების გავრცელებული მაგალითია სხვა საწარმოსგან მარაგის ან გრძელვადიანი აქტივის (მაგ., ძირითადი საშუალება) ყიდვის მყარი განზრახვა.

• გადაეცემა თუ არა მოიჯარეს აქტივის საკუთრებასთან დაკავშირებული ყველა 

მნიშვნელოვანი რისკი და ეკონომიკური სარგებლი = ფინანსური თუ საოპერაციო (ჩვეულებრივი) იჯარა? 

• როდის გადაიცემა გაყიდულ საქონლზე რისკები და ეკონომიკური სარგებელი = როდის უნდა აღიარდეს შემოსავალი (ამონაგები)? 

• არის თუ არა შეთანხმება = საქონლის გაყიდვა თუ საფინანსო საქმიანობის ელემენტი?

• არსებობს თუ არა კონტროლი = საჭიროა თუ არა კონსოლიდაცია?

განუსაზღვრელობის შესაფასებლად გამოყენებული ძირითადი წყაროების შესახებ, რომელთა გამოც არსებობს მომდევნო წელს აქტივებისა და ვალდებულებების არსებითი კორექტირების რისკი. ამ აქტივებთან და ვალდებულებებთან დაკავშირებით განმარტებით  შენიშვნები უნდა აისახოს ინფორმაცია მათი: 

(ა) შინაარსის შესახებ; და 

(ბ) საბალანსო ღირებულების შესახებ საანგარიშგებო პერიოდის ბოლოსთვის. 

 მსს ფასს სტანდარტის გამჟღავნების მოთხოვნები არის არსებითად შემცირებული სრულ ფასს სტანდარტების გამჟღავნების მოთხოვნებთან შედარებით. ზოგიერთი განმარტებითი შენიშვნა არ შედის მსს ფასს სტანდარტში, რადგან: 

(ა) უკავშირდება ისეთ თემებს, რომლებიც ამოღებულია მსს ფასს სტანდარტიდან.

(ბ) უკავშირდება სრული ფასს სტანდარტების აღიარებისა და შეფასების პრინციპებს, რომლებიც მსს ფასს სტანდარტში ჩანაცვლებულია გამარტივებების მეშვეობით.

(გ) უკავშირდება სრულ ფასს სტანდარტებში არსებულ პოლიტიკის არჩევანის შესაძლებლობას, რომლებიც არ შედის მსს ფასს სტანდარტში; 

(დ) მომხმარებელთა საჭიროებების ან ხარჯებისა და სარგებლიანობის განხილვის საფუძველზე.

ბ. ხელმძღვანელი და სამეთვალყურეო ორგანოების წევრებზე გაცემული ავანსებისა და კრედიტების თანხა, საპროცენტო განაკვეთის, ძირითადი პირობებისა და დაბრუნებული, ჩამოწერილი ან გაუქმებული თანხების ოდენობის მითითებით, ასევე მათი სახელით ნებისმიერი სახის გარანტიის მეშვეობით აღებული ვალდებულებების თანხისა და შესაბამისი გარანტიის თანხის (ოდენობის) მითითებით

  საწარმომ, ხელმძღვანელობის კომენტარებთან ერთად, უნდა  გაამჟღავნოს ფულადი სახსრებისა და ფულადი სახსრების  ეკვივალენტების მნიშვნელოვანი ნაშთები, რომლებიც საწარმოს ეკუთვნის, მაგრამ მათი გამოყენება საწარმოს არ შეუძლია (მიზეზები: უცხოური ვალუტის გაცვლის კონტროლი, სხვა საკანონმდებლო შეზღუდვები და ა.შ).

გ.       ინფორმაცია საკუთარი აქციების შეძენაზე ან გასხვისებაზე,  რომელიც განახორციელა თვითონ საწარმომ ან მისი სახელით მოქმედმა სხვა პირმა

CRX