დაელოდეთ...

დებიტორული დავალიანების ნაშთის დაბეგვრის შესახებ

დებიტორული დავალიანების ნაშთის დაბეგვრის შესახებ

   როდესაც საწარმოს უფიქსირდება დებიტორული დავალიანება, თუმცა მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილია, რომ აღნიშნული დავალიანება ანაზღაურებულია კონტრაქტორის მიერ, აღნიშული თანხის კვალიფიკაციისთვის საგადასახადო ორგანო ახსნა-განმარტების საფუძველზე სთავაზობს შემდგომ არჩევანს(ან რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილს ან მათ კომბინაციას):

თანხა დაკვალიფიცირდება, როგორც საქონლის/მომსახურების მიმღების მიერ დავალიანების ანაზღაურების თარიღიდან/თარიღში გაცემული:


ა) პროცენტიანი ან უპროცენტო სესხი;



   ბ) დივიდენდი;



 გ) ხელფასი.


   განვიხილოთ მაგალითების სახით თითოეული მათგანი:

მაგალითად საწარმოს უფიქსირდება 2022წ 1 თებერვალიდან 100 000ლ დებიტორული დავალიანება, რომელიც რეალურად კონტრაქტორმა საწარმომ აუნაზღაურა 2022წ 1 აპრილს, თუმცა საწარმო კვლავ აღრიცხავს მას როგორც დებიტორული დავალიანება:

1) პროცენტიანი სესხი — გაცემული დირექტორზე  (თუ არ არსებობს სხვა იდენტიფიცირებადი პასუხისმგებელი პირი):

ა) დებიტორული დავალიანების ნაშთის  პროცენტიან სესხად  განხილვის შემთხვევაში, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის «ზ» ქვეპუნქტის შესაბამისად, მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა იქნება 117 647 ლარი (100 000/0,85), ხოლო კუთვნილი მოგების გადასახადი — 17 647 ლარი (117 647 * 0,15);

ბ) დებიტორული დავალიანების ნაშთის (100 000 ლარი) უპროცენტო სესხად განხილვის შემთხვევაში, შპს B-ს მიერ შპს A-სთვის 2022 წლის 1 აპრილს ანაზღაურებული თანხა — 100 000 ლარი, ამავე თარიღიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე, შესამოწმებელი პერიოდის ბოლო თარიღის (31.12.2022 წლის) ჩათვლით განიხილება შპს A-ს მიერ გაცემულ უპროცენტო სესხად. ამასთან:

● საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის «ზ» ქვეპუნქტის შესაბამისად, მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა იქნება 117 647 ლარი (100 000/0,85), ხოლო კუთვნილი მოგების გადასახადი — 17 647 ლარი (117 647 * 0,15);

● უპროცენტო სესხად განხილვის შედეგად გამოანგარიშებული ჯამური სარგებელი იქნება 15 000 ლარი (100 000* 0,2 * 9/12);

შენიშვნა: 20% განსაზღვრულია «საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე» საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის N34 ბრძანების შესაბამისად.

● საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ჯამური ბაზა იქნება 18 750 ლარი (15 000 / 0,8), ხოლო კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი — 3 750 ლარი (18 750 * 0,2).

გ) დებიტორული დავალიანების ნაშთის (100 000 ლარი) დივიდენდად განხილვის შემთხვევაში, შპს B-ს მიერ შპს A-სთვის 2022 წლის 1 აპრილს ანაზღაურებული თანხა ჩაითვლება ამავე თარიღში (01.04.2022-ში) გაცემულ დივიდენდად. ამასთან:

● დივიდენდით დასაბეგრი ბაზა იქნება 105 263 ლარი (100 000/0,95), ხოლო დივიდენდზე გადასახდელი თანხა — 5 263 ლარი (105 263 * 0,05);

● მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა იქნება 123 839 ლარი (105 263/0,85), ხოლო კუთვნილი მოგების გადასახადი — 18 575 ლარი (123 839 * 0,15).

დ) დებიტორული დავალიანების ნაშთის (100 000 ლარი) ხელფასად განხილვის შემთხვევაში, შპს B-ს მიერ შპს A-სთვის 2022 წლის 1 აპრილს ანაზღაურებული თანხა ჩაითვლება ამავე თარიღში (01.04.2022-ში) გაცემულ ხელფასად. ამასთან, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა იქნება 125 000 ლარი (100 000/0,8), ხოლო კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი — 25 000 ლარი (125 000 * 0,2).

II – გადასახადის გადამხდელის მიერ შესაბამისი მტკიცებულებების ან/და ახსნა-განმარტების წარუდგენლობის შემთხვევაში,  2022 წლის 1 აპრილს ანაზღაურებული თანხა 100 000 ლარი, ამავე თარიღიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე, შესამოწმებელი პერიოდის ბოლო თარიღის (31.12.2022-ის) ჩათვლით განიხილება შპს -ს ბუღალტერზე (რამდენადაც დოკუმენტზე ფიქსირდება შპს -ს ბუღალტრის ხელმოწერა) გაცემულ უპროცენტო სესხად. ამასთან:

● საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის «ზ» ქვეპუნქტის შესაბამისად, მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა იქნება 117 647 ლარი (100 000/0,85), ხოლო კუთვნილი მოგების გადასახადი — 17 647 ლარი (117 647 * 0,15);

● უპროცენტო სესხად განხილვის შედეგად გამოანგარიშებული ჯამური სარგებელი იქნება 15 000 ლარი (100 000* 0,2 * 9/12);

შენიშვნა: 20% განსაზღვრულია «საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე» საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის N34 ბრძანების შესაბამისად.

● საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ჯამური ბაზა იქნება 18 750 ლარი (15 000 / 0,8), ხოლო კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი — 3 750 ლარი (18 750 * 0,2).

 

 



🆘 თუ გსურთ რომ მეტი ინფორმაცია გაიარეთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

CRX