დაელოდეთ...

ხანდაზმულობის ვადის მიუხედავად საგადასხადო ძველი პერიოდის კუთვნილ გადასახადებს არიცხავს

ხანდაზმულობის ვადის მიუხედავად საგადასხადო ძველი პერიოდის კუთვნილ გადასახადებს არიცხავს
  საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 9.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება № 19072/2/2023  შპს --- 11.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის № 19072/2/2023).

  გადასახადის გადამხდელს ჩაუტარდა საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.07.2022 წლამდე პერიოდის კამერაური შემოწმება, ასევე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, ინვენტარიზაციით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს სმს ნაშთი არ ქონდა;

  შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზის შედეგად, დამუშავდა გადასახადის გადამხდელის მიერ 2016-2022 წლების(ხანდაზმულობის მიუხედავად) საანგარიშო პერიოდებში დეკლარირებული შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები და მასთან დაკავშირებული მიღებული შემოსავლები. აღნიშნულის გათვალისწინებით, დაფუძნების დღიდან, გადასახადის გადამხდელის დეკლარირებულმა შემოსავალმა შეადგინა 1 360 823 ლარი, ხოლო რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებამ 1 507 544 ლარი

გადასახადის გადამხდელმა წარადგინა ბუღალტრული პროგრამა ორისი, თუმცა შემოწმებისათვის წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციით ვერ მოხდა დაბეგვრის ობიექტის დადგენა. კერძოდ, შეუძლებელი გახდა რეალიზებული და ჩამოწერილი პროდუქციის იდენტიფიცირება. აგრეთვე, წარდგენილი ინფორმაციით ვერ მოხდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი, შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური მარაგების გაშიფვრა. პროგრამაში არსებული საქონლის ჩამოწერით შეუძლებელი გახდა მიღებული, გახარჯული და რეალიზებული პროდუქციის რაოდენობრივი გაშიფვრა პერიოდების მიხედვით.

  ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის «ა» ქვეპუნქტის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის შემოსავალი განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. შემოსავლების სამსახურის ხელთ არსებული მონაცემებით დადგინდა სავარაუდო ჩამოსაწერი სმს ოდენობა 2016-2018 წლებში, დაანგარიშდა 2019წ 1 იანვარისთვის სმს საწყისი ნაშთი და მოხდა მისი სრულიად რეალიზაცია 2019 წ დან 2022 წ. მდე პერიოდში(შესამოწმებელ პერიოდში) არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფასნამატით, 

  შედეგად, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

 ასევე — არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავლები, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, დადგენილი ხარჯების გამოკლებით, განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. 



 

ხანდაზმული პერიოდის შემოწმებასთან (2016-2019წ) დაკავშირებით დავების საბჭომ ასეთი განმარტება გააკეთა:


«შემოწმებით გაანგარიშება მოხდა შემდეგი მიდგომით: აღებული იქნა ხანდაზმული პერიოდის შემოსავლები, რომლებიც გაიყო შემოწმებით დადგენილ ფასნამატზე და გაანგარიშდა რეალიზებული საქონლის ღირებულება. შედეგად, ვინაიდან, საქონლის თვითღირებულება დადგინდა ხანდაზმულ პერიოდში რეალიზებულზე ნაკლები ღირებულებით, სხვაობა დაბეგრილი იქნა 2019 წლიდან, შესამოწმებელ პერიოდში. გარდა იმისა, რომ ფასნამატი არარეალურად დიდია, დამატებით შემოწმდა ხანდაზმული პერიოდი და მიმდინარე პერიოდში შემოსავლების გაზრდის მსგავსად, ხანდაზმულ პერიოდშიც შემოსავლები კი არ გაიზარდა, არამედ, განხორციელდა თვითღირებულების შემცირება და მიმდინარე პერიოდის ნაშთზე დამატებით იქნა დარიცხული მიმდინარე პერიოდის გადასახადები.»


CRX