დაელოდეთ...

ბუღალტრული ფირმების სავალდებულო რეგისტრაცია

ბუღალტრული ფირმების სავალდებულო რეგისტრაცია
ავტორი: ირაკლი მანაგაძე
irakli

ირაკლი მანაგაძე

2004 წ გაცვლით პროგრამით გაიარა აშშ Oglethorpe university -ში გადამზადების კურსი ფინანსური აღრიცხვის მიმართულებით; 2002-2006 წლებში დაამთავრა ივ.ჯავახიშვილის სახელმწოფო უნივერსიტეტი - ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით 2007-2009 წლებში წარმატებით დაასრულა ივ.ჯავახიშვილის სახელმწოფო უნივერსიტეტში - MBA
მეტი ინფორმაცია | Linkedin

2011-2017 წლებში ივ.ჯავახიშვილის სახელმწოფო უნივერსიტეტში - PHD ფინანსური აღრიცხვის მიმართულებით; 2005 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა წამყვან აუდიტორულ კომპანიებში მთ. ბუღალტერის, დამხმარე აუდიტორის, აუდიტის მენეჯერის პოზიციებზე; 2012 წლიდან დღემდე არის ელიტ აუდიტის გარიგების პარტნიორი და ხელმძღვანელი.



AML/CFT ეფექტური ზედამხედველობის უზრუნველსაყოფად დაიწყო პროფესიული მომსახურების გამწევი ბუღალტრებისა და საბუღალტრო ფირმების სავალდებულო რეგისტრაცია, შეიქმნა შესაბამისი რეესტრებიც.

ცვლილების მიხედვით ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც პროფესიული მომსახურების ფარგლებში იწყებს ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებას ან/და ფინანსური ანგარიშგების მომზადებას, ვალდებულია საქმიანობის დაწყებიდან 1 თვის ვადაში დარეგისტრირდეს შესაბამის რეესტრში, ამასთანავე ის სუბიექტები, რომელნიც ამ კანონის ამოქმედებამდე ახორციელებდნენ საბუღალტრო საქმიანობას, ვალდებულნი არიან რეესტრში დარეგისტრირდნენ 2023წ 1 ივლისამდე,  ხოლო რეესტრში რეგისტრირებული ბუღალტერი/საბუღალტრო ფირმა დაექვემდებარებიან სავალდებულო განგრძობით განათლებას ყოველწლიურად.

  რეგისტრაციის გასამარტივებლად, სამსახურმა ვიდეოინსტრუქციები მოამზადა:


პროფესიული მომსახურების გამწევი ბუღალტრების რეგისტრაციის ვიდეოინსტრუქცია;

საბუღალტრო ფირმების რეგისტრაციის ვიდეოინსტრუქცია

CRX