რა გადასახადებით იბეგრება შპს-ს მიერ სხვა შპს-სთვის საქონლის ან მომსახურების უსასყიდლოდ მიწოდება?
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით:
მოგების გადასხადით დაბეგვრის მიზნებისთვის შპს მიერ შპს-სთვის (ესტონურიდან ესტონურზე ) საქონლის/მომსახურების უსასყიდლო მიწოდება არ ითვლება განაწილებულ მოგებად:
მუხლი 983 3: მოგების გადასახადით არ იბეგრება უსასყიდლოდ საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ან/და ფულადი სახსრების გადაცემის შემდეგი შემთხვევები:
(ზ) უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა იმ პირისთვის, რომელიც მოგების გადასახადით იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით.
დღგ-ს მიზნებისთვის:
მუხლი 160. საქონლის მიწოდება
3. ანაზღაურების სანაცვლოდ, საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდება, თუ მას ამ საქონელზე ან მასზე გაწეულ ხარჯზე დღგ სრულად ან ნაწილობრივ აქვს ჩათვლილი. ამასთანავე, საქონლის გადაცემა/გამოყენება ნიმუშის ან მცირე ღირებულების საჩუქრის სახით, არ განიხილება ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად;
2. ანაზღაურების სანაცვლოდ, მომსახურების გაწევად ასევე განიხილება:
ა) დასაბეგრი პირის მიერ მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა მისი დაქირავებული პირის პირადი სარგებლობისთვის ან საკუთარი საქმიანობის მიზნისგან განსხვავებული მიზნით;
შესაბამისად აღნიშნული ოპერაცია არ დაიბეგრება მოგების გადასხადით;
დღგ-ს მიზნებისთვის:
საქონელის უსასყიდლოდ მიწოდების შემთხვევაში - თუ აღნიშნულ საქონელზე დღგ არ გვაქვს ჩათვლილი - არ დაიბეგრება;
მომსახურების შემთხვევაში- დაიბეგრება, თუ საწარმოს აღნიშნული ქმედება განსხვავდება მისი საქმიანობის მიზნისგან;
