დაელოდეთ...

რა ოდენობის ჯარიმა დაეკისრება პირს, თუ მან საგადასახადო ორგანოში 2019 წლის იანვრის თვის მოგების გადასახდის ყოველთვიური დეკლარაცია ნაცვლად 2019 წლის 15 თებერვლისა წარადგინა 2019 წლის 18 აპრილს?

რა ოდენობის ჯარიმა დაეკისრება პირს, თუ მან საგადასახადო ორგანოში 2019 წლის იანვრის თვის მოგების გადასახდის ყოველთვიური დეკლარაცია ნაცვლად 2019 წლის 15 თებერვლისა წარადგინა 2019 წლის 18 აპრილს?

  ამ შემთხვევაში დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენა 2 თვეს აღემატება, ვინაიდან ვადის გადაცილების 2 თვიანი პერიოდი ამოიწურა 15 აპრილს. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს სსკ-ის 274-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დაეკისრება ჯარიმა ამ დეკლარაციის საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით. ამასთან, თუ საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია, პირს დეკლარაციის დაგვიანებისათვის გათვალისწინებული ჯარიმა არ დაეკისრება.


შენიშვნა: თუ 2 თვიანი პერიოდის ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, 2 თვიანი პერიოდი ამოიწურება შემდეგ სამუშაო დღეს.

CRX