პირი ახდენს საქონლის მიწოდებას ტრანსპორტირებით და ტრანსპორტირების დაწყებისას მისთვის უცნობია, თუ რა თანხით მოახდენს ადგილზე საქონლის რეალიზაციას. რა ქმედება უნდა განახორციელოს მოცემულ შემთხვევაში ?
ტრანსპორტირების დაწყებამდე ზედნადებში მიუთითებს საქონლის სავარაუდო სარეალიზაციო ფასს, ხოლო რეალიზაციისას მოახდენს სასაქონლო ზედნადებში საქონლის ფასის კორექტირებას.
