როდესაც პირი თავის კუთვნილ ობიექტებზე (სტრუქტურულ ერთეულებში) არიგებს სხვადასხვა საქონელს, მაგრამ წინასწარ არ იცის, თითოეულ ობიექტზე რამდენი საქონელი უნდა დატოვოს (შიდა დისტრიბუცია), ამ შემთხვევაში რა ტიპის ზედნადები უნდა გამოიწეროს: შიდა გადაზიდვის
შიდა გადაზიდვის ზედნადები გამოიწერება იმ შემთხვევაში, როდესაც პირი ახდენს საკუთრებაში არსებული საქონლის ტრანსპორტირებას და არ ხდება საქონლის მიწოდება (რეალიზაცია), ხოლო დისტრიბუციის ზედნადები გულისხმობს საქონლის მიწოდებას გამყიდველის/გამგზავნის თანამშრომლის (დისტრიბუტორის) მიერ. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში პირმა უნდა გამოწეროს შიდა გადაზიდვის ზედნადები.
