რა გზითაა შესაძლებელი მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭება?
მიკრო ბიზნესის სტატუსის მისანიჭებლად პირი განცხადებით მიმართავს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის სერვისცენტრს ან ელექტრონულად წარადგენს განცხადებას შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის - www.rs.ge-ს მეშვეობით. საგადასახადო ორგანო განიხილავს განცხადებას და მისი დაკმაყოფილების შემთხვევაში განცხადების მიღებიდან გონივრულ ვადაში გასცემს მიკრო ბიზნესის სერტიფიკატს.
