ევალება თუ არა მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირს მიღებული მომსახურების (მაგ.: საიჯარო მომსახურების) ანაზღაურების შემთხვევაში გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება?
მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირს მიღებული მომსახურების ანაზღაურების შემთხვევაში არ ევალება გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება; ამასთან, არარეზიდენტი პირისგან მიღებული მომსახურების ანაზღაურების შემთხვევაში იგი ვალდებულია, ოპერაცია დაბეგროს დღგ-ით საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული უკუდაბეგვრის წესით.
