დაელოდეთ...

თუ კალენდარული წლის განმავლობაში ფიზიკური პირი გადაწყვეტს დაბეგვრის სხვა რეჟიმიდან მიკრო ბიზნესზე გადასვლას, როგორ დაიბეგრება მისი შემოსავალი?

თუ კალენდარული წლის განმავლობაში ფიზიკური პირი გადაწყვეტს დაბეგვრის სხვა რეჟიმიდან მიკრო ბიზნესზე გადასვლას, როგორ დაიბეგრება მისი შემოსავალი?

თუ ფიზიკური პირი მიმდინარე საანგარიშო წელს გადაწყვეტს მიკრობიზნესის სტატუსის მიღებას ან/და დაბეგვრის სხვა რეჟიმიდან მიკრობიზნესის დაბეგვრის რეჟიმზე გადასვლას, მის მიერ მიკრობიზნესის სტატუსის მინიჭებამდე პერიოდში მიღებული შემოსავალი ექვემდებარება დაბეგვრას იმ რეჟიმით ან/და წესით, რომლითაც იბეგრებოდა სტატუსის მინიჭებამდე საქმიანობის განხორციელებისას, ხოლო მიკრობიზნესის სტატუსის მინიჭებიდან მიღებული შემოსავლები ექვემდებარება დაბეგვრას მიკრობიზნესისთვის დადგენილი სპეციალური რეჟიმით.

მაგალითი:

  გიორგიმ 2021 წლის 25 ივნისიდან მიიღო მიკრობიზნესის სტატუსი. მოცემული მომენტისათვის მისი ერთობლივი შემოსავალი შეადგენდა 15 000 ლარს, ბიუჯეტში კი მიმდინარე გადასახდელების სახით გადახდილი ჰქონდა 1000 ლარი. საანგარიშო წლის დასრულებამდე მან კიდევ მიიღო შემოსავალი 7000 ლარის ოდენობით. ანალიზი: ვინაიდან გიორგიმ სტატუსი მიიღო 2021 წლის 25 ივნისიდან, მიკრობიზნესისათვის დადგენილი სპეციალური რეჟიმი გავრცელდება მის მიერ 2021 წლის 25 ივნისიდან მიღებულ ერთობლივ შემოსავალზე, ანუ 7000 ლარზე.

 ამასთან, მის მიერ სტატუსის მინიჭებამდე შემოსავლები (15 000 ლარი) დაექვემდებარება დაბეგვრას იმ რეჟიმით ან/და წესით, რომლითაც იბეგრებოდა სტატუსის მინიჭებამდე საქმიანობის განხორციელებისას. გიორგის მიერ 2022 წლის 1 აპრილამდე წარსადგენ დეკლარაციაში მიკრობიზნესის სპეციალური რეჟიმით დაქვემდებარებული შემოსავლების აღრიცხვის ნაწილში აისახება 7 000 ლარი.

 ამასთან, ფიზიკურ პირს სტატუსის მიღების შემდგომ მიმდინარე გადასახდელები აღარ დაერიცხება.

CRX