რა შემთხვევაში გაუუქმდება ფიზიკურ პირს მიკრო ბიზნესის სტატუსი?
პირს მიკრო ბიზნესის სტატუსი გაუუქმდება, თუ:
ა) ფიზიკურმა პირმა მიმართა საგადასახადო ორგანოს წერილობითი განცხადებით მიკრო ბიზნესის სტატუსის გაუქმების ან მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით
ბ) საგადასახადო ორგანოს მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა, რომ მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის სასაქონლო მატერიალური მარაგის ნაშთი აღემატება 45 000 ლარს.
გ) ფიზიკურმა პირმა განახორციელა მიკრობიზნესისთვის აკრძალული საქმიანობა;
დ) ფიზიკური პირს ჰყავს დაქირავებული თანამშრომელი (დაქირავებულად არ შეიძლება მიჩნეული იყოს ოჯახის წევრები);
ე) ფიზიკურ პირს წარმოეშვა დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციაზე დადგომის ვალდებულება;
ვ) მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში ჯამური ერთობლივი შემოსავალი გადააჭარბებს 30 000 ლარს (საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N999 ბრძანება, მუხლი მე-8).
