როგორ უნდა მოიქცეს მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი, თუ მისი ჯამური ერთობლივი შემოსავალი გადააჭარბებს 30 000 ლარს ან დაიწყებს დაქირავებულის შრომის გამოყენებას?
თუ მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის ჯამური ერთობლივი შემოსავალი გადააჭარბებს 30 000 ლარს ან იგი დაიწყებს დაქირავებულის შრომის გამოყენებას, მას უფლება აქვს ამ მომენტის დადგომიდან 15 კალენდარული დღის ვადაში მიმართოს საგადასახადო ორგანოს მცირე ბიზნესის სტატუსის მიღებისთვის. აღნიშნული უფლების გამოუყენებლობისას მას ავტომატურად გაუუქმდება მიკრო ბიზნესის სტატუსი და გათავისუფლდება დაბეგვრის სპეციალური რეჟიმიდან.
