არის თუ არა ვალდებული მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი, რომ აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები?
მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირს არ აქვს შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის ვალდებულება, თუმცა მას შეუძლია, მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში გამოწეროს პირველადი საგადასახადო დოკუმენტი, რომელშიც აუცილებლად უნდა მიუთითოს მისი სტატუსი და სერტიფიკატის ნომერი.
