ვის ენიჭება მცირე ბიზნესის სტატუსი
მცირე ბიზნესის სტატუსი შესაძლებელია მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციის ვალდებულება.
თუ ფიზიკური პირი არ არის რეგისტრირებული ინდივიდუალურ მეწარმედ და Aაპირებს სამეწარმეო საქმიანობის დაწყებას:
ვალდებულია დარეგისტრირდეს ინდივიდუალურ მეწარმედ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში;
რეგისტრაციის შემდეგ, მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების მიზნით, ფიზიკური პირი უფლებამოსილია, განცხადებით მიმართოს საგადასახადო ორგანოს .
თუ ფიზიკური პირს სურს სამეცნიერო ან სახელოვნებო საქმიანობის განხორციელება, იგი მიმართავს საგადასახადო ორგანოს:
- საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანის მიზნით;
- მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების მიზნით.
მცირე ბიზნესის სტატუსი პირს ენიჭება საგადასახადო ორგანოსთვის „მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების თაობაზე“ განცხადებით მიმართვის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და პირი სტატუსის მქონედ ითვლება აღნიშნული თარიღიდან.
მომსახურების საფასური- მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების მომსახურების საფასური შეადგენს - 20 ლარს ანგარიშის რეკვიზიტები:
მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში;
მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა;
ბანკის კოდი - TRESGE22;
მიმღების ანგარიში /სახაზინო კოდი 707017021
შენიშვნა: სერტიფიკატის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში შესაძლებელია მისი აღდგენა განაცხადის - ,,მიკრო/მცირე ბიზნესის სერთიფიკატის აღდგენა (ავტომატური+)“ წარმოდგენის საშუალებით.
ფიზიკურ პირს მცირე ბიზნესის სტატუსი არ მიენიჭება, თუ იგი:
- არ წარმოადგენს მეწარმე ფიზიკურ პირს;
- ახორციელებს მცირე ბიზნესისათვის აკრძალულ საქმიანობას;
- ახორციელებს ისეთ საქმიანობას, რაზეც საქართველოს მთავრობის დადგენილებით, განსაზღვრულია ფიქსირებული გადასახადი. მას სტატუსი არ მიენიჭება მხოლოდ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის ნაწილში.
