დაელოდეთ...

აკრძალული საქმიანობების ჩამონათვალი, რომელთა განხორციელების შემთხვევაში არ შეიძლება მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭება

აკრძალული საქმიანობების ჩამონათვალი, რომელთა განხორციელების შემთხვევაში არ შეიძლება მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭება

მეწარმე ფიზიკურ პირს მცირე ბიზნესის სტატუსი არ მიენიჭება, თუ იგი ახორციელებს მცირე ბიზნესისათვის აკრძალულ საქმიანობას. ასეთი საქმიანობებია:

  • საქმიანობები, რომლებიც საჭიროებენ ლიცენზირებას ან ნე­ბართვას, გარდა საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის საქმიანობისა;
  •   საქმიანობები, რომელთა განხორციელება მოითხოვს მნი­შვ­ნე­ლოვან ინვესტიციას (აქციზური საქონლის წარმოება);
  • სავალუტო ოპერაციების განხორციელება;
  • სამედიცინო, არქიტექტურული, საადვოკატო ან სანოტარო, სააუდიტო, საკონსულტაციო (მათ შორის, საგადასახადო კონსულ­ტანტთა) საქმიანობა;
  • სათამაშო ბიზნესი;
  • პერსონალით უზრუნველყოფა;
  • აქციზური საქონლის წარმოება.
CRX