მცირე ბიზნესისათვის დადგენილი რეჟიმით დასაბეგრი შემოსავალი და განაკვეთი
მცირე ბიზნესისათვის დადგენილი რეჟიმით დასაბეგრი შემოსავალი შედგება საქართველოს წყაროდან მიღებული შემოსავლებისაგან.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1 პროცენტით.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 3 პროცენტით, თუ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა დასაბეგრმა შემოსავალმა კალენდარული წლის განმავლობაში 500 000 ლარს გადააჭარბა (გადაჭარბების თვის დასაწყისიდან იმავე კალენდარული წლის ბოლომდე).
მცირე ბიზნესის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავლის 500 000-ლარიანი ზღვარის გაანგარიშებისას არ გაითვალისწინება მცირე ბიზნესის მიერ ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული შემოსავლის სახეები, რომელიც არ იბეგრება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით და ექვემდებარება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას საერთო წესით.
