დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნებისთვის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების ჯამური თანხის (100 000 ლარის) განსაზღვრისას გაითვალისწინება თუ არა დღგ-ისგან გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციები? ავანსი?
დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნებისთვის დასაბეგრი ოპერაციების ჯამური თანხის (100 000 ლარის) განსაზღვრისას არ გაითვალისწინება ავანსი, აგრეთვე საგადასახადო კოდექსის შესაბამისად დღგ-ისგან გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციები, გარდა:
• საქონლის ექსპორტის ოპერაციებისა;
• დღგ-ისგან გათავისუფლებული ფინანსურ ან უძრავ ნივთთან დაკავშირებული ოპერაციებისა, თუ მათი განხორციელება დასაბეგრი პირის ძირითადი საქმიანობაა;
• სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად დღგ-ისგან გათავისუფლებული ოპერაციებისა.
