იბეგრება თუ არა დღგ-ით საქონლის/მომსახურების უსასყიდლოდ მიწოდება/გაწევა?
დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციას წარმოადგენს:
• დასაბეგრი პირის მიერ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდება (გარდა ნიმუშის ან მცირე ღირებულების საჩუქრისა), თუ მას ამ საქონელზე ან მასზე გაწეულ ხარჯზე დღგ სრულად ან ნაწილობრივ აქვს ჩათვლილი.
• დასაბეგრი პირის მიერ მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა მისი დაქირავებული პირის პირადი სარგებლობისთვის ან საკუთარი საქმიანობის მიზნისგან განსხვავებული მიზნით.
