დაელოდეთ...

საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის შემთხვევაში, როგორ განისაზღვრება დღგ-ით დასაბეგრი/ჩასათვლელი თანხა თითოეული მხარისთვის?

საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის შემთხვევაში, როგორ განისაზღვრება დღგ-ით დასაბეგრი/ჩასათვლელი თანხა თითოეული მხარისთვის?

 2021 წლის 1 იანვრიდან საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის შემთხვევაში დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით.

ამასთან, თუ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა განხორციელებულია 2021 წლის 1 იანვრამდე, ხოლო სანაცვლო საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ხორციელდება 2021 წლის 1 იანვარს ან შემდგომ პერიოდებში

ამ ოპერაციის თითოეული მხარისათვის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასით, დღგ-ის გარეშე, ხოლო დღგ-ით დაბეგვრის დროს წარმოადგენს საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტი.

CRX