როგორ განისაზღვრება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადი?
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთები დიფერენცირებულია ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისა და მიწის კატეგორიების მიხედვით და დგინდება 1 ჰექტარზე გაანგარიშებით, ლარში:
ა) სახნავისათვის (მათ შორის, მრავალწლოვანი ნარგავებით დაკავებული) და საკარმიდამოსათვის: 56-დან 100 -ის ჩათვლით;
ბ) სათიბისა და საძოვრისათვის: 5-დან 20-ის ჩათვლით;
გ) სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში გამოყენებული ტყის მიწებისათვის − ამ ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დადგენილი შესაბამისი ოდენობით
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით განისაზღვრება გადასახადის განაკვეთი, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს დადგენილი წლიური საბაზისო განაკვეთის 150 პროცენტს.
მაგალითად, ფიზიკური პირი გიორგი 2019 წლის 1 აპრილის მდგომარეობით ფლობს 4 ჰა საძოვარს გარდაბანში, 0,08 ჰა - ტაბახმელაში და 1,3 ჰა - კასპში. ფიზიკური პირი გიორგისთვის 2019 წლის მიწაზე ქონების გადასახადი ასე გამოითვლება:
(4.ჰა X 16) + (0,08 ჰა X 95) + (1.3 ჰა X 81) = 64 + 7,6 + 105,3 = 176,9 (ლარი).
