რა სახის შემოსავალი უნდა შეიტანოს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის ოჯახმა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით ქონების გადასახადის დეკლარირების დროს?
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლებში შეიტანება:
- სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას დაქვემდებარებული დასაბეგრი შემოსავლის 25 პროცენტი;
- დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება მცირე ბიზნესის სპეციალური რეჟიმით დასაბეგრ შემოსავალს. მაგალითად, ფიზიკურმა პირმა გიორგიმ 2019 წელს ხელფასის (დარიცხული) სახით მიიღო 15 000 ლარი, ხოლო დივიდენდის სახით - 5 000 ლარი. გიორგის ყავს მეუღლე, რომელსაც მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი და აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი შეადგენს 96 000 ლარს. 96 000-ის 25% არის 24 000 ლარი.
გიორგის ოჯახის 2019 წლის შემოსავალი შეადგენს: 15 000 + 5 000 + 24 000 = 42 000 (ლარი), ამიტომ ვალდებულია წარადგინოს ფიზიკური პირის ქონების გადასახადის 2020 წლის წლიური დეკლარაცია, არაუგვიანეს 2020 წლის 1 ნოემბრისა.ა
