რა ფორმით შეუძლია ფიზიკურ პირს დეკლარაციის წარდგენა?
გადამხდელს შეუძლია საგადასახადო ორგანოში დეკლარაცია წარადგინოს:
პირადად
მოახდინოს ელექტრონული დეკლარირება შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდის საშუალებით
დეკლარაცია გაგზავნოს დაზღვეული საფოსტო გზავნილით. ასეთ შემთხვევაში დოკუმენტის გადაცემის თარიღად ითვლება დაზღვეული საფოსტო გზავნილის გაგზავნის თარიღი.
შენიშვნა: "სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 76-ე გრაფით გათვალისწინებული მომსახურების საფასური არ ვრცელდება ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიურ დეკლარაციაზე.“
