დაელოდეთ...

რა სანქციები გამოიყენება იმ შემთხვევისთვის, როდესაც შესწორებითი დარიცხვის განხორციელების საფუძველია გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურისთვის დეკლარაციის წარდგენა?

რა სანქციები გამოიყენება იმ შემთხვევისთვის, როდესაც შესწორებითი დარიცხვის განხორციელების საფუძველია გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურისთვის დეკლარაციის წარდგენა?

  თუ შესწორებითი დარიცხვა განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დეკლარაციის საფუძველზე, პასუხისმგებლობის/სანქციის ზომა განისაზღვრება მის მიერ შემოსავლების სამსახურისათვის წარდგენილი მონაცემების მიხედვით სსკ-ის 274-ე მუხლის (საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის ვადის დარღვევა) შესაბამისად. 

  თუ შესწორებითი დარიცხვის საფუძველია საგადასახადო შემოწმების შედეგებზე საგადასახადო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება: ა) შემოწმებით დარიცხული თანხის იმ ნაწილზე, რომელიც არ აღემატება სავარაუდო დარიცხვის ოდენობას, პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლით (დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენა), ხოლო  ბ) შემოწმებით დარიცხული თანხის იმ ნაწილზე, რომელიც აღემატება სავარაუდო დარიცხვის ოდენობას, პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით ( გადასახადის თანხის შემცირება).

 

CRX